უმაღლეს სამედიცინო სკოლაში "აიეტი" გამოცხადდა საჯარო კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის 29 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, უმაღლეს სამედიცინო სკოლაში "აიეტი" (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, II სართული, ოთახი 24; ტელ.: 2 51 68 98; ელ. ფოსტა:).
ინფორმაცია საკონკურსო აკადემიური თანამდებობების, კონკურსის პირობებისა და კონკურსის ჩატარების წესის შესახებ განთავსებულია უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
საკონკურსო აკადემიური თანამდებობების ჩამონათვალი საბაზისო და კლინიკური მედიცინის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების შესაბამისი მიმართულებების მიხედვით:
ადამიანის მორფოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ადამიანის ანატომია: 0+1+1
2. ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია და ციტოლოგია: 1+1+1
3. პათოლოგია: 1+1+1
ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური პროცესების უჯრედული და მოლეკულური საფუძვლების დეპარტამენტის მიმართულებები:
1. სამედიცინო ბიოქიმია: 1+1+1
2. სამედიცინო ფიზიოლოგია: 1+1+1
3. სამედიცინო მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია: 1+1+1
4. მოლეკულური ბიოლოგია და სამედიცინო გენეტიკა: 1+1+1
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. კლინიკური დიაგნოსტიკის საფუძვლები (პროპედევტიკა): 0+1+0
2. პათოლოგიური პროცესების კლინიკური შეფასება: 0+1+0
3. კარდიოლოგია: 0+1+2
4. პულმონოლოგია: 0+1+0
5. გასტროენტეროლოგია: 0+1+0
6. ნეფროლოგია: 0+1+0
7. ენდოკრინოლოგია და მეტაბოლიზმი: 0+1+1
8. რევმატოლოგია და სისტემური დაავადებები: 0+1+0
9. ჰემატოლოგია: 0+1+1
10. ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია: 0+1+1
11. ფარმაკოლოგია: 0+1+1
12. შინაგან დაავადებათა დიფერენციული დიაგნოსტიკა და მკურნალობა: 1+1+1
13. შინაგან სნეულებათა სინდრომული დიფერენციული დიაგნოსტიკა და გადაუდებელი თერაპია: 1+1+1
14. ფიზიოთერაპია და სამედიცინო რეაბილიტაცია: 0+1+0
15. დერმატოვენეროლოგია: 0+1+0
16. პედიატრია: 1+1+1
17. ინფექციური სნეულებანი: 1+1+1
18. ნერვული სნეულებანი: 1+0+3
19. სამედიცინო რენტგენოლოგია და რადიოლოგია: 1+0+1
20. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძვლები: 0+0+1
21. ფსიქიატრია: 0+1+0
ქირურგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ზოგადი ქირურგია: 1+0+1
2. კერძო ქირურგია: 1+0+1
3. ონკოლოგია: 0+1+0
4. უროლოგია: 0+1+1
5. ტრავმატოლოგია და ორთოპედია: 0+1+1
6. ოტორინოლარინგოლოგია: 0+1+1
7. ოფთალმოლოგია: 1+0+1
8. ბავშვთა ქირურგია: 0+1+0
9. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია: 0+1+1
10. გადაუდებელი ქირურგია: 1+0+0
11. მეან-გინეკოლოგია: 1+1+1
სოციალურ და ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ქცევათმეცნიერება: 0+1+0
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა: 1+1+1
3. პროფილაქტიკური მედიცინა ეკოლოგიით: 0+1+1
4. ნუტრიციოლოგია, საკვების უსაფრთხოება და ტოქსიკოლოგია: 1+1+0
შენიშვნა:
სასწავლო კურსთან აღნიშნულ ფორმულაში პირველი რიცხვი შეესაბამება სრული პროფესორის, მეორე - ასოცირებული პროფესორის, ხოლო მესამე - ასისტენტ პროფესორის ვაკანსიას.
აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის შედეგად არჩეული პირები ახალი საკონკურსო ვადით დაინიშნებიან ბოლო საკონკურსო ვადის დასრულების შემდეგ - 2011 წლის 20 ნოემბრიდან.