კერძო საკონსულტაციო კომპანია აცხადებს შემდეგი სტაჟიორების მიღებას:
- მენეჯმენტის სფეროს სტაჟიორი
- პროექტების შეფასების სფეროს სტაჟიორი
- მარკეტინგის სფეროს სტაჟიორი
- მენეჯმენტის სფეროს სტაჟიორის მოვალეობებია:
- კომპანიის შიდა მენეჯმენტში ჩართვა;
- კომპანიის ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების, ასევე პროექტებსა და პროგრამების მართვასა და მენეჯმენტში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაო პროცესში კომპანიის ექსპერტების დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრაციის განხრით). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- ორგანიზაციების, პროექტების და პროგრამების მართვის პრინციპების ცოდნა;
-საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
-ადაპტაციის უნარი;
- გაწონასწორებულობა;
- შესაძლებლობების დემონსტრირება;
- ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი.
- პროექტების შეფასების სფეროს სტაჟიორის მოვალეობებია:
- კომპანიის ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციების, ასევე პროექტებსა და პროგრამების შეფასებებში და შეფასების საბოლოო ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაო პროცესში კომპანიის ექსპერტების დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, სოციოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრაციის და სხვა შესაბამის დარგების განხრით); კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიის ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ადაპტაციის უნარი;
- გაწონასწორებულობა;
- შესაძლებლობების დემონსტრირება;
- ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი.
- მარკეტინგის სფეროს სტაჟიორის მოვალეობებია:
- კომპანიის ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ კვლევებში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგული კვლევის ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; სამუშაო პროცესში კომპანიის ექსპერტების დახმარება;
- მარკეტინგის სპეციალისტის მიერ დაგეგმილ პროგრამებში, კამპანიებში მონაწილეობის მიღება და კომპანიის ექსპერტების დახმარება;
- მარკეტინგული კვლევის შედეგების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კომპანიის მარკეტინგული მასალის რედაქტირება (სტატიები, პრეზენტაციები);
- სარეკლამო სტრატეგიის წარმართვაში და პროდუქტების განვითარებაში კომპანიის მარკეტინგის სპეციალისტისთვის დახმარების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, მარკეტინგის განხრით); კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- პროექტების მართვის და მარკეტინგის პრინციპების ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
-პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ადაპტაციის უნარი;
- გაწონასწორებულობა.
კონკურსი ჩატარდება განცხადების ვადის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.
კომპანიაში სტაჟირება ანაზღაურების გარეშეა.
სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ექვსი თვით.
წარმატებულ სტაჟიორებს კომპანიამ შესაძლოა შესთავაზოს თანამშრომლობა სტაჟიორობის ვადის დასრულების შემდეგ.
საკონკურსო პირობები:
კონკურსი მონაწილეობის მსურველებმა CV სამოტივაციო წერილთან ერთად უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: 2011 წლის 5 ივლისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის CV შესაბამისობაში იქნება დადგენილ მოთხოვნებთან. სამოტივაციო წერილის გარეშე წარმოდგენილი CV არ განიხილება.