საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს კონკურსს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტში სტაჟიორთა მისაღებად. სტაჟიორთა კონკურსი მიზნად ისახავს სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში ახალი კადრების მოზიდვას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგო შეადგენს 500 ლარს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს. უპირატესობა ენიჭება იმ კონკურსანტებს, რომლებიც ფლობენ უცხო ენას.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: ტესტირება, გასაუბრება უცხო ენაში და გასაუბრება საკონკურსო კომისიის შემადგენლობასთან. კონკურსის პირველი ეტაპი (ტესტირება) ჩატარდება კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა (კონკრეტულ დროსა და თარიღს კონკურსანტებს დამატებით აცნობებს საკონკურსო კომისიის სამდივნო).
ტესტირების პირველ ეტაპზე სტაჟიორობის კანდიდატმა, დადებითი შეფასების მისაღებად, სწორად უნდა უპასუხოს მოცემული ტესტის 100 კითხვიდან არანაკლებ 75%-ს. კონკურსის შემდეგ ეტაპებზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის პირველ ეტაპს (ტესტირება).
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონები: "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ", "იმპიჩმენტის შესახებ", "რეფერენდუმის შესახებ";
გ) საქართველოს კანონები: "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ", "საჯარო სამსახურის შესახებ", "ნორმატიული აქტების შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი", "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" (III თავი), "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი", "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი", "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი", "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი";
დ) სხვა: 1950 წლის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კონვენცია, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი, აპარატის დებულება, დეპარტამენტის დებულება;
ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ აღნიშნული თემატიკა გადმოწეროთ აქედან.
კონკურსის პირველი ეტაპის შემდეგ (ტესტირება) კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება (შესაძლოა წერილობითი ფორმით) უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული ან/და ფრანგული, კონკურსანტის არჩევით). აღნიშნული ეტაპი სავალდებულოა ყველა მონაწილისათვის, ვინც მიუთითებს, რომ ფლობს უცხო ენას, გარდა იმ კონკურსანტებისა, რომლებიც საკონკურსო კომისიის სამდივნოში დამატებით წარადგენს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული ეტაპი არ გულისხმობს კონურსანტთა გაცხრილვას და ის დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით ტარდება.
კონკურსის მესამე ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდება კონკურსის დაწყებიდან გონივრულ ვადაში (კონკრეტულ დროსა და თარიღს კონკურსანტებს აცნობებს საკონკურსო კომისიის სამდივნო).
კონკურსის ყოველ ეტაპზე დასაშვებად სტაჟიორობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონკურსო კომისიის სამდივნოს ელექტრონულ ფოსტაზე: უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები (დოკუმენტების ორიგინალი პირები კი თან უნდა იქონიონ კონკურსის პირველ ეტაპზე - ტესტირება).
-წერილობითი განცხადება
-მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-CV/ავტობიოგრაფია;
-დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ;
-ორი რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან (რეკომენდატორთა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
-ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4).
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონკურსო კომისიის სამდივნოში, 2012 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე შაბათის და კვირის გარდა, 10-დან 18 სთ-მდე.
აღნიშნული ვაკანსიის ნახვა ასევე შეგიძლიათ საჯარო სამსახური ბიუროს ვებ გვერდზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს, შემდეგ მისამართზე:
ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. 16-18
ტელეფონი: 276646
მობილური: 595 220121
საკონტაქტო პირი: დემურ კეზევაძე
ელექტრონული ფოსტა: