შპს საზოგადოებრივი კოლეჯი \"მიმი\" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული გამოსახულების მასწავლებლის თანამდებობაზე.
სამსახურებრივი მოვალეობები:
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსის განსაზღვრა; სასწავლო და პრაქტიკული კურსების შემუშავებაში მონაწილეობა
- პროფესიული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და კოლეჯის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნული მიმართულებით უმაღლესი განათლება ან/და პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (MS Office, PowerPoint);
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისათვის პროფესიული მზადყოფნის თაობაზე;
- სარეკომენდაციო წერილი ან 2 რეკომენდატორის საკონტაქტო რეკვიზიტები.
დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ მისამართზე: hr@mim.edu.ge 2011 წლის 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება.