საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  DMG WEST LINES  შპს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
ქეა  ალგანი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.   შირნჰოფერი  შ.პ.ს დიზაინ სითი  გუდვილი 
P/T/G  საქართველოს უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   აიელსი  Oxford House  One World   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სოციალური მუშაკი

   კომპანია:

საზოგადოება ბილიკი

   განთავსებულია:  2 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  23 სექ. 2011
   მდებარეობა:  გორი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის თანამდებობაზე.

საზოგადოება "ბილიკი" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შიდა ქართლში, ქ. გორში.

ორგანიზაციის მისიაა დაეხმაროს ყველა ბავშვს, მიუხედავად რელიგიური, ეთნიკური წარმომავლობისა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, რათა სრულად იქნეს რეალიზებული თითოეული ბავშვის პოტენციალი.

თითოეული კანდიდატი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

სავალდებულო:

-  უმაღლესი განათლება;
-  ბავშვთან ან სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
-  სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის უნარი-ჩვევები;
-  წერითი და ანალიტიკური უნარი;
-  ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
-  კომპიუტერის საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი;

სასურველია:

-  განათლება სოციალურ სამუშაოში;
-  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასერთიფიკაციო კურსის სერთიფიკატი;
-  სოციალური მომსახურების სფეროში მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;

დავალებების დეტალური ჩამონათვალი:

1. ახდენს მიზნობრივი ჯგუფის კლიენტების იდენტიფიცირებას, ოჯახში/თემში ვიზიტების საშუალებით;
2. მართავს სოციალური მომსახურების შემთხვევას მოძიებიდან/მომართვიდან მომსახურების დასრულებამდე, აფასებს მიღწევებს/შედეგებს:

-  აფასებს კლიენტის მდგომარეობას და განსაზღვრავს სოციალური დაცვისა და მომსახურების საჭიროებას;
-  განსაზღვრავს (დასკვნისა და/ან რეკომენდაციის სახით) ბავშვზე ზრუნვის ფორმას და გეგმავს შესაბამის ჩარევას;
-  უზრუნველყოფს შემთხვევის მართვისთვის საჭირო შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის თანამშრომლობას და შედეგების მონიტორინგს;
-  ბავშვთან და ოჯახთან ერთად შეიმუშავოს ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმა და საჭიროებისამებრ, მოიძიოს, დაგეგმოს და უზრუნველყოს ოჯახისთვის დამხმარე მომსახურებების მიწოდებას და მონიტორინგს;

თავად აწვდის შემდეგი სახის სოციალურ მომსახურებას:

-  უწევს დახმარებას და ახორციელებს კონსულტაციებს ქცევითი, აკადემიური მოსწრების, ფიზიკური და გონებრივი პრობლემების მქონე ბავშვებს და საჭიროებების შესაბამისად ახდენს სპეციალისტებთან მათ გადამისამართებას;
-  უწევს დახმარებას და ახორციელებს კონსულტაციებს ბავშვთა აღზრდის საკითხებში პრობლემების მქონე მშობლებისთვის და საჭიროებების შესაბამისად ახდენს სპეციალისტებთან მათ გადამისამართებას;
-  უწევს დახმარებას და ახორციელებს კონსულტაციებს სოციალური პრობლემების მქონე ინდივიდებთან, ოჯახებთან, ჯგუფებთან და თემებთან და საჭიროებების შესაბამისად ახდენს სპეციალისტებთან მათ გადამისამართებას;
-  აგროვებს და სისტემაში მოჰყავს ინფორმაცია, როგორც მთლიანობაში გაწეული სამუშაოს შესახებ, ასევე კონკრეტულად სოციალური მომსახურების თითოეულ შემთხვევაზე და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას (არქივირება);

ადმინისტრაციული საკითხები: სოციალური მუშაკი დაექვემდებარება საზოგადოება "ბილიკის" აღმასრულებელ დირექტორს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: contact@biliki.ge ან წარმოადგინოთ საზოგადოება "ბილიკში": ქ.გორი, რუსთაველის ქ.19/ა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 სექტემბერი, 2011 წ.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige