საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თეგეტა მოტორსი  ალგანი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შპს.   შ.პ.ს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  გუდვილი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შირნჰოფერი  პროფკურორტი 
კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  P/T/G  კავკასიის უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი ბიდისი აკადემია  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  One World   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  აიელსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სტიპენდიის პროგრამა

   კომპანია:

საერთაშორისო ფონდი კურაციო

   განთავსებულია:  12 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  10 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  s.mamaladze@curatio.com
   ტელეფონი:  +995 322 253104
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საერთაშორისო ფონდი "კურაციო" (http://www.curatiofoundation.org) აცხადებს მისივე სახელობის სტიპენდიის პროგრამას 2011-2012 წლებისთვის.

ვის შეიძლება მიენიჭოს: სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

რა დაფინანსდება და რა სახით: სტიპენდია გაიცემა ერთ სტუდენტზე, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით 10 სასწავლო თვის მანძილზე.

სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის სხვა წამახალისებელი ფაქტორები სტუდენტისთვის:

- საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" სახელობის სტიპენდიის სიგელი
- სტაჟირების შესაძლებლობა "კურაციოში"
- კურაციოს ექსპერტების გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე, რეკომენდაციების გამოყენება წარმოდგენილი კვლევის პროექტის განხორციელების შემთხვევაში.
- კვლევის განხორციელების პერიოდში "კურაციოში" არსებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

- თანდართული განაცხადის ფორმა
- სამოტივაციო წერილი
- 4 სარეკომენდაციო წერილი: ერთი სამუშაო ადგილიდან (თუ ასეთი არსებობს), სამი-პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან. (ინსტრუქციისათვის იხ. თანდართული განაცხადის ფორმა)
- აკადემიური მოსწრება - ერთი პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან
- ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების დოკუმენტი
- პროფ. ავტობიოგრაფია - CV
- კვლევის პროექტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ან მასთან ახლო კავშირში მყოფ თემაზე - მიზანი, მეთოდოლოგია და ა.შ. (რომლის პრეზენტაციაც გაკეთდება შესარჩევი კომისიის წინაშე).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 ოქტომბერი.

შერჩევის პროცესი და ვადები:

- განაცხადების მიღება: 10 ოქტომბრამდე
- განაცხადების გადარჩევა: 30 ოქტომბრამდე
- გასაუბრება და კვლევითი პროექტის პრეზენტაცია შესარჩევ კომისიასთან: ნოემბრის პირველი ორი კვირა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

სოფო მამალაძე
საერთაშორისო ფონდი "კურაციო"
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 37დ
ტელ: +995 322 253104
ელ. ფოსტა: s.mamaladze@curatio.com

დამატებითი ინფორმაციისათვის საერთაშორისო ფონდ კურაციოს შესახებ ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.curatiofoundation.org

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige