სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარეს თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ტექნიკური საგნების მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია საქონლის დისტრიბუციის სფეროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით 1C ცოდნა
- ენების ცოდნა: ქართული,რუსული
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- სიზუსტე;
- დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კოლეგიალურობა;
- საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე: ; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.