საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოში მსოფლიო ბანკის სატრანსპორტო პროექტების განმახორციელებელი უწყების სახით იწვევს დაინტერესებულ პირებს სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე განაცხადის წარსადგენად.
შესავალი:
1. საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მესამე პროექტის ფარგლებში E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთის გასაუმჯობესებლად. მთავრობამ შემდგომი მხარდაჭერისთვისაც მიმართა მსოფლიო ბანკს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-აგარას მონაკვეთის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციაზე. დამატებითი დაფინანსებით გათვალისწინებულია არსებული ორ-ზოლიანი გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის ოთხ-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გარდაქმნა და 8 კმ. აგარის შემოვლითი გზის მშენებლობა.
მოთხოვნები მიწის შესყიდვისა და განსახლების დასაგეგმად
2. თითოეული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა ან საჭირო გახდება მიწების შესყიდვა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიწის შესყიდვისა და განსახლების პროცედურები მსოფლიო ბანკის OP 4.12 (არანებაყოფლობითი განსახლება) სამოქმედო პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისი იყოს, საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტზე. განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავს იმ პრინციპებსა და სტანდარტებს, რომლებიც დაცულ უნდა იქნას ჩქაროსნული მაგისტრალის თითოეული სეგმენტის განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადების დროს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუისი-რიკოთის მონაკვეთისთვის შეიმუშავა განსახლების სამოქმედო გეგმა (გსგ), რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ 2012 წლის იანვარში დამტკიცდა. ასევე მზად არის რუისი-აგარას მონაკვეთის განსახლების სამოქმედო გეგმის პროექტი.
3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გსგ-თი განსაზღვრული ქმედებების განხორციელებასა და შემდგომში მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, განსახლების ღონისძიებათა დაგეგმვაში დახმარების მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტის შესარჩევად ერთწლიანი პერიოდით.
მიზნები
4. დავალების ძირითადი მიზანია საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა მიწის შესყიდვისა და განსახლების ღონისძიებათა მომზადებაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში საქართველოს კანონმდებლობისა და მსოფლიო ბანკის OP 4.12 სამოქმედო პოლიტიკის შესაბამისად. კერძოდ, მსოფლიო ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპების დაცვისა და დამაკმაყოფილებელ დონეზე განხორციელების უზრუნველყოფა:
ა) არანებაყოფლობითი განსახლების თავიდან აცილება და სხვა შემთხვევაში მინიმუმამდე შემცირება.
ბ) საკომპენსაციო/სარეაბილიტაციო პირობებით პროექტის ზემოქმედებას დაქვემდებარებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ან როგორც მინიმუმ აღადგინონ პროექტამდე არსებული საცხოვრებელი სტანდარტები.
გ) განსახლების ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პერიოდში ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და გაეწიოს კონსულტაცია.
დ) პროექტის განხორციელების შედეგად დაკარგული აქტივების ჩანაცვლება ან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანაცვლებითი ღირებულებით კომპენსაციის გადახდა დასაქვითი თანხის გარეშე.
ე) მომდევნო პროექტებისთვის დამუშავებული განსახლების სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და განხილვა.
ვ) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალების მიერ მართულ შინამეურნეობებს და მოწყვლად ჯგუფებს და გაეწიოთ სათანადო დახმარება პროექტით გამოწვეულ ცვლილებებთან ადაპტირების მიზნით.
ზ) განსახლების გეგმები უნდა განხორციელდეს პროექტის შემადგენელი ნაწილის სახით, სადაც კომპენსაციისა და სხვა ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებულია პროექტის ხარჯებსა და სარგებელში.
თ) კომპენსაცია და ნებისმიერი სხვა სახის ფულადი დახმარება გაცემული იქნება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე.
5. საკომპენსაციო სტანდარტებისა და პროცედურების განსაზღვრასთან ერთად, განსახლების სამოქმედო გეგმაში აღწერილი ან მოთხოვნილია გარკვეული სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ღონისძიებები, მათ შორის: (ა) ადგილმონაცვლე პირებისა და ზემოქმედების არეალში მოქცეული აქტივების სრულყოფილი აღწერა; (ბ) ინსტიტუციონალური პასუხისმგებლობა განსახლების დაფინანსებასა და შეთანხმებული ზომების გატარებაზე; (გ) საჩივრებზე დროული და სათანადო რეაგირების პროცედურები; (დ) განხორციელების მიმდინარეობაზე მონიტორინგის საშუალებები და (ე) გრაფიკი და ბიუჯეტი.
სამუშაოთა აღწერა
6. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის დანიშვნა მოხდება განსახლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შეთანხმების შემდეგ, მის მიერ შესასრულებელი დავალებები ძირითადად ორიენტირებული იქნება გსგ-ს სრულყოფილი და ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაზე და მოიცავს შემდეგ ამოცანებს:
ა) აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის მიზნების მისაღწევად მიწის შესყიდვასთან, ექსპროპრიაციასთან, სამშენებლო მიზნით კერძო საკუთრების დროებით გამოყენებასთან და კერძო მიწაზე და/ან საკუთრებაზე ნებისმიერი სხვა შესაძლო ფორმით ჩარევასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადრე განხორციელებული სამუშაოების განხილვა.
ბ) საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის, საჭიროებისამებრ, დახმარების გაწევა ექსპროპრიაციასთან, კომპენსაციების გადახდასთან, საჩივრების დაკმაყოფილებასთან და გსგ-ს განხორციელების სხვა ასპექტებთან დაკავშირებული მონაცემების შექმნასა და შენახვაში.
გ) საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა შემდგომში ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტით განსაზღვრული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
დ) საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის შესაბამისობის ანგარიშის მომზადებაში დახმარების გაწევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას კომპენსაციების გადახდისა და სხვა აუცილებელი ქმედებების დასრულება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე.
ე) საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის პროექტის განხორციელების დროს სამშენებლო უბნის პერიოდულად შესწავლაში დახმარების გაწევა, პზდ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტური შესრულების შემაფერხებელი გარემოებების დადგენის მიზნით.
ვ) საჩივრების დაკმაყოფილების პროცედურების განხილვა ყოველკვარტალურად, შემოსული საჩივრების რაოდენობისა და ტიპის ანალიზი და პროექტის ფარგლებში გაცემული პასუხების ეფექტურობის შეფასება. საჭიროების შემთხვევაში, ეფექტური გამოსასწორებელი ზომების განსაზღვრაში დახმარება.
ზ) საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სპეციალისტებთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას გარემოსდაცვით საკითხებთან ასოცირებული სოციალური ასპექტების გათვალისწინება დაგეგმვისა და განხორციელების დროს.
თ) მონიტორინგის დამოუკიდებელ სააგენტოებთან საჭიროებისამებრ თანამშრომლობა.
ი) მონაცემთა მართვა და სტატისტიკური ანალიზი.
კ) საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა სხვა ამოცანების შესრულებაში, რომლებიც შესაძლოა დროდადრო დაევალოს.
ლ) საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკისთვის განსახილველად ექვს თვეში ერთხელ ანგარიშების მომზადება განსახლების მონიტორინგზე.
მ) სხვა თანამშრომლებისა და ადგილობრივი კონსულტანტების სწავლებაში დახმარების გაწევა, შესაბამისობის მიხედვით.
ნ) ზემოქმედების არეალში მოხვედრილ პირებთან ნასყიდობისა და სარეაბილიტაციო ხელშეკრულების მომზადება.
ო) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტისა და მსოფლიო ბანკის OP 4.12-ის მოთხოვნების მიხედვით.
ანგარიშგება და შედეგები
7. სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტი ანგარიშვალდებული იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.
8. თორმეტთვიანი დავალების შესრულების შედეგად მოთხოვნილი ძირითადი დოკუმენტებია განსახლების მონიტორინგის ორი ანგარიში, ერთი ანგარიში მზად უნდა იყოს სამუშაოზე აყვანიდან ექვს თვეში, ხოლო მეორე – სამუშაო ვადის ბოლოს. მონიტორინგის ანგარიშების შემადგენლობა და შინაარსი აღწერილია განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტსა და განსახლების სამოქმედო გეგმებში.
სოციალურ საკითხთა სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება
სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტის შერჩევა ძირითადად მოხდება ქვემოთ მოცემული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის საფუძველზე:
ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების (ანთროპოლოგია/სოციოლოგია/გეორგაფია), იურიდიული, ურბანული დაგეგმარების, სამოქალაქო მშენებლობის ან მიწების მენეჯმენტის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით.
ბ) უშუალოდ მიწის შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება, რასაც დიდი უპირატესობა ენიჭება.
გ) სასურველია მსოფლიო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე მუშაობის, განსაკუთრებით არანებაყოფლობითი განსახლების მათი პოლიტიკის გამოყენების გამოცდილება.
დ) მიწის ადმინისტრირების/მენეჯმენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, ნორმებისა და სტანდარტების პრაქტიკული ცოდნა.
ე) ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ზეპირი და წერითი უნარ-ჩვევები).
ვ) საზოგადოების ჩართულობის მეთოდებისა და საკონსულტაციო პრაქტიკის ცოდნა, სასურველია უშუალოდ ფართო საზოგადოებასთან მუშაობის გამოცდილება.
ზ) კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის კარგი უნარი და თავდაჯერებულობა პრობლემური საკითხების წარმოდგენის, განხილვისა და გადაჭრისას, როგორც ვერბალურად ისე წერილობით.
თ) კომპიუტერის ცოდნა: სტანდარტული და სპეციალური კომპიუტერული პროგრამების პროფესიულ დონეზე ფლობა, მათ შორის Word, Excel, ელ. ფოსტა.
განაცხადს თან უნდა ახლდეს ინტერესის გამოხატვის წერილი და CV ქართულ და ინგლისურ ენებზე. განაცხადები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: . გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას შესაბამის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 29 თებერვალი.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების განყოფილებას.
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12ა
ტელ: +995 322 37-05-08 (3 01)
ფაქსი: +995 322 31-30-34
ელექტრონული ფოსტა:
ვებ-გვერდი: