გაზეთი "რუსთავის ამბები" აცხადებს ვაკანსიებს ქალაქ რუსთავში, გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
-ხელმოწერების გაყიდვას კომპანიის სტანდარტების და ნორმების შესაბამისად;
-ტირაჟის მუდმივ სტიმულირებას: ახალი ხელმოწერების გაყიდვისა და ძველების შენარჩუნების გზით.
მოთხოვნები:
-რუსთავის მკვიდრი;
-ძლიერი ნებისყოფა;
-მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
-დახვეწილი ქართულით მეტყველება;
-სწავლისა და თვითგანვითარების მოტივაცია;
-დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
-კომუნიკაბელურობა;
-ენერგიულობა.
აუცილებელია: სწავლისა და მუშაობის სურვილი.
კომერციული საქმიანობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.
თუ თქვენ არ გაქვთ გამოცდილება, მაგრამ გრძნობთ, რომ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა - მოგვმართეთ!
ჩვენ გასწავლით ნულიდან და დაგეხმარებით კარიერულ წინსვლაში.
პირობები: დაძაბული სამუშაო, დატვირთვა 101%.
ანაზღაურება: ხელფასი + % გაყიდვებიდან.
საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით: 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების აგენტი".
გასაუბრება ჩატარდება რეზიუმეების განხილვის შემდეგ. დამატებითი ინფორმაცია შერჩეულ კანდიდატებს მიეწოდებათ გასაუბრების დროს.
NB: იოლი ფულისა და სამსახურის მაძიებლებს უმორჩილესად ვთხოვთ, ნუ გამოგვეხმაურებიან. ეს არ არის საოფისე სამუშაო.