გაზეთი "რუსთავის ამბები" აცხადებს ვაკანსიებს ქ. რუსთავში გაყიდვების აგენტისა და რეპორტიორის პოზიციაზე.
- გაყიდვების აგენტი.
მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- ხელმოწერების მოზიდვას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- ტირაჟის მუდმივი სტიმულირებას: ახალი ხელმომწერების მოზიდვისა და ძველების შენარჩუნების გზით.
მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დახვეწილი ქართულით მეტყველება;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
კომერციული საქმიანობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.
თუ თქვენ არ გაქვთ გამოცდილება, მაგრამ გრძნობთ, რომ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა - მოგვმართეთ!
პირობები:
- დაძაბული სამუშაო, დატვირთვა 101 %;
- ანაზღაურება: ხელფასი + % გაყიდვებიდან.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენ გასწავლით ნოლიდან და დაგეხმარებით კარიერულ წინსვლაში.
- რეპორტიორი.
მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- ახალი ამბების და თემატური მასალების მოძიებას, ასახვასა და დაწერას დასრულებული ფორმით ისე, რომ არ იყოს საჭირო მათი მნიშვნელოვანი გადაკეთება ან ინფორმაციის დამატება;
- ინფორმაციის მოგროვებას და ახალი ამბების მასალების ან ნარკვევების დაწერას მისთვის დავალებული თემის ან გეოგრაფიული არეალის ირგვლივ;
- მუშაობას ძირითადად საკუთარი ინიციატივით, საკუთარი არჩევანისა და გადაწყვეტილების შესაბამისად, ან კონკრეტულ გვერდზე ან თემაზე პასუხისმგებელი რედაქტორის მითითებით;
- სამუშაოს შესრულება გაზეთის ჟურნალისტური სტანდარტებისა და სარედაქციო პროცედურების შესაბამისად;
- საკუთარ მასალაში ფაქტების, შინაარსისა და სტილის სისწორეზე პასუხისმგებლობას.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ობიექტურობა, პუანქტუალობა, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დახვეწილი ქართულით წერა და მეტყველება;
- დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი, ენთუზიაზმი და მოტივაცია;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:
- რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი;
- მოტივაციის წერილი;
- სარეკომენდაციო წერილი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ივლისი.
საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით:
გთხოვთ, წერილის საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია შერჩეულ კანდიდატებს მიეწოდებათ გასაუბრების დროს.