შპს “რკინაბეტონის შპალის ქარხანა” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ვალდებულებები:
- ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი.
- ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
- ფინანსების და მიმდინარე ხარჯების მართვა
- საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი
- ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი
- ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი
- ფინანსური ანგარიშგების (თვიური, კვრატლური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსური და ბუღალტრული განხრით (სასურველია მაგისტრის დიპლომით)
- მინიმუმ სამი წლის სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
- სიახლეებთან ადვილად ადაპტირების უნარი
- ორგანიზებული, დაკვირვებული, განვითარებაზე ორიენტირებული
- სასურველია ბუღალრტული პროგრამა: Exact Globe სააღრიხცვო სისტემის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა
- მართვის უნარი
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი
- დასახული მიზნების მიღწევის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა
- კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა
- ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი
ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე:
- ავტობიოგრაფია – СV
- სამოტივაციო წერილი
- სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან დამსაქმებლის მოთხოვნის შესაბამისად.