შპს “რკინაბეტონის შპალის ქარხანა” აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობებია:
- ადგილობრივი და იმპორტიორი მომწოდებლების სისტემატური მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა პროდუქციის მოწოდების პირობების შესახებ
- პროდუქციის მარაგების კონტროლი, მარაგების შევსების საჭიროების განსაზღვრა
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და იმპორტისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის შეგროვება
- კომპანიის კონტრაქტორი კომპანიების და პარტნიორების სიის განვითარება
- ახალი მომწოდებლის მოძიება და ახალი პროდუქციის შეკვეთა მაქსიმალურად დაბალი დანახარჯებით
- ტრანსპორტის ორგანიზება და მონიტორინგი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება,
- აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული;
- სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე:
- ავტობიოგრაფია – CV
- სამოტივაციო წერილი
- სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან დამსაქმებლის მოთხოვნის შესაბამისად.