კომპანია "რედიქსი" აცხადებს ვაკანსიას საბავშვო ბაღის კომერციული მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო აღწერილობა:
- კომერციული მენეჯერი პასუხისმგებელია არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციაზე, გაყიდვების საქმიანობის განვითარებასა და შესრულებაზე.
მოვალეობანი:
- გააანალიზოს ბაზარზე არსებული კონკურენტების შეთავაზებები, უპირატესობები და ამის მიხედვით დაგეგმოს სამოქმედო სტრატეგია.
- მოამზადოს/დასახოს გეგმები გაყიდვების ეფექტიანი წარმოებისა და პერსპექტივებისათვის.
- შესთავაზოს პროდუქტი პოტენციურ მომხმარებლებს - სატელეფონო ზარები, მეილების გაგზავნა, უკვე დაწყებული მოლაპარაკებების დასრულება, გაყიდვების პრეზენტაციებისა და შეთავაზებების მომზადება, პერსონალური შეხვედრების მოწყობა პოტენციურ კლიენტებთან.
- შეინარჩუნოს არსებული და მოიპოვოს ახალი მომხმარებლები სათანადო შეთავაზებებით და გაყიდვების ეთიკური მეთოდებით, შესაბამისი შიდა და პირადი ურთიერთობებით.
- მოამზადოს/განაახლოს პოტენციური კლიენტების ბაზა.
- უპასუხოს შემომავალ ზარებს, გასცეს კომპეტენტური ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს გადამისამართება სხვა პასუხისმგებელ პირზე.
- აკონტრლოს მომსახურების ხარისხი, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის კმაყოფილება.
- დეტალურად შეისწავლოს პროდუქტი, არ ჩამორჩეს საბაზრო ტენდენციებსა და კონკურენტების საქმიანობას.
- მართოს და განაახლოს სოციალური ქსელის გვერდი, განახორციელოს ინტერნეტ-კომუნიკაცია მომხმარებელთან.
- მართოს და განაახლოს ვებ-გვერდი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- შექმნას და განაახლოს არსებული მომხმარებლების ბაზა (ტელეფონები, მეილები, მისამართები).
- გააცნოს არსებულ მომხმარებელს ნებისმიერი სიახლე და გეგმიური განრიგი, რომლის შესახებაც ინფორმაციას უნდა ფლობდეს მშობელი. გაუგზავნოს სიახლეები, ახალი შეთავაზებები, კალენდარი, მენიუ და ა.შ.
- საჭიროებისამებრ ხელი შეუწყოს მარკეტინგული გეგმების შესრულებას.
- მოამზადოს გაყიდვების ანგარიშები.
- გააანალიზოს გაყიდვების ანგარიშები და მოახდინოს მომავალი გაყიდვების მოცულობის პროგნოზირება მოგების გაზრდის მიზნით.
უნარ-ჩვევები:
- პრეზენტაციის უნარი.
- გაუფრთხილებელი ზარების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
- უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და ნდობის მოპოვების უნარი.
- ენები: ინგლისური, რუსული და ქართული - თავისუფლად.
- კომპიუტერული პროგრამები: Windows 9X, NT, MS office, Word, Excel, PowerPoint, Outlook, Internet tools, E-mail tools
შესაძლებლობები:
- აკურატული.
- პუნქტუალური.
- კომუნიკაბელური.
- ორგანიზატორი.
- მომხმარებელზე ორიენტირებული.
- ინიციატორი.
- პოზიტიური და სასიამოვნო.
სამუშაო კვალიფიკაცია: არანაკლებ 3 წლის გამოცდილება შესაბამის სფეროში.
დაინტერესებულ და კვალიფიცირებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: არაუგვიანეს 2011 წლის 15 აგვისტოსი.
გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებთან.