შპს „რეგული“ წარმოადგენს კომპანიას, რომელიც მუშაობს საგამომცემლო პოლიგრაფიული მიმართულებით. კომპანიას ესაჭიროება გამოცდილი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი გაყიდვების სფეროში. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხადება ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
-პოტენციურ პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრა - კონტრაქტის გაფორმება;
-პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
-მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქტის და მომსახურების პრეზენტაცია;
-თავაზიანი და ყურადღებიანი მომსახურეობის გაწევა მომხმარებლისთვის;
-კომპანიის პროდუქტების დეტალური ცოდნა;
-არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობა, მეორადი გაყიდვების და მომსახურეობისგან მათი კმაყოფილების დონის ამაღლების/შენარჩუნების მიზნით.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
-გაყიდვების მენეჯმენტის სფეროში სამუშაო გამოცდილება (სასურველია საგამომცემლო და პოლიგრაფიულ სფეროში) - არანაკლებ 3 წლისა;
-უმაღლესი განათლება, (სასურველია ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით);
-ანგარიშის (რეპორტინგი) შედგენისა და მიწოდების ცოდნა;
-საგამომცემლო და პოლიგრაფიულ სფეროში საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების, ბაზრის კონიუნქტურისა და მისი თავისებურებების ცოდნა;
-მარკეტინგისა და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
-გაყიდვების წესებისა და პრინციპების ცოდნა;
-საქმიანი ურთიერთობის ეთიკის ცოდნა;
-საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგიის ცოდნა;
-პრეზენტაციის უნარი;
-მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
-კომპიუტერული პროგრამები: MS Office
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
-კომუნიკაბელურობა
-ენერგიულობა
-აქტიურობა
-დამაჯერებლობა
-დახვეწილი მეტყველება
-ორგანიზებულობა
-პუნქტუალურობა
-გუნდური მუშაობის უნარი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე 2012 წლის 30 იანვრის ჩათვლით. (სასურველია თუ გამოგზავნილ რეზუმესთან (CV) ერთად მოგვაწვდით თქვენს შეთავაზებას სამუშაოსთან დაკავშირებით) ელექტრონული წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე