საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ბანკი რესპუბლიკა  ალგანი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შირნჰოფერი 
ქეა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   DMG WEST LINES  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  პროფკურორტი  თეგეტა მოტორსი 
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  One World   აიელსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
საქართველოს უნივერსიტეტი  P/T/G  კავკასიის აკადემიური ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი 
   ვაკანსია:

წამყვანი, ავტორი, პროდიუსერი

   კომპანია:

რადიო ჰერეთი

   განთავსებულია:  27 იან. 2012
   ბოლო ვადა:  1 მარ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  reklama@heretifm.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

პრესა/მაუწყებლობა/მედია

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

 რადიო "ჰერეთის" თბილისის ოფისი აცხადებს ვაკანსიებს საინფორმაციო, ანალიტიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუების, გასართობი პროგრამების წამყვანების, ავტორების და პროდიუსერების თანამდებობებზე.

რადიო "ჰერეთი" ეძებს ნოვატორულ, პროგრესულ, ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ხმის ტემბრი და სურთ შექმნან ქართულ მედია-სივრცეში უპრეცედენტო, მაღალრეიტინგული და სმენადი პროდუქტები.

ძირითადი მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება, სასურველია მედია-მიმართულებით.
-მედიაში მუშაობის სტაჟი (არანაკლებ 2 წელი)
- ქართული, ინგლისური (სასურველია რუსული) ენების ბრწყინვალე ცოდნა.
-კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office - Word, Excel, PowerPoint. ასევე, ხმის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

თვისებები:
-ნოვატორული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება; კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი
-პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის მართვის კარგი უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი (აუცილებელია) მისამართზე: reklama@heretifm.com არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა (გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის და სამოტივაციო წერილის მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).

რადიო "ჰერეთი" წარმოადგენს დამოუკიდებელ მედიაკომპანიას საქართველოში. ამ ეტაპზე ჰერეთის მაუწყებლობა ვრცელდება კახეთის რეგიონში, ინტერნეტით და Apple-ს "აიფონების" მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უფრო დაწვრილებით "ჰერეთის" შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.heretifm.com

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige