საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  DMG WEST LINES  თეგეტა მოტორსი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ალგანი 
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.   შპს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ბანკი რესპუბლიკა 
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  One World   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ბიდისი აკადემია  P/T/G  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  
კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  Oxford House  საქართველოს უნივერსიტეტი  აიელსი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი  
   ვაკანსია:

მარკეტინგის დირექტორი

   კომპანია:

რადიო ჰერეთი

   განთავსებულია:  16 იან. 2012
   ბოლო ვადა:  1 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  reklama@heretifm.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სარეკლამო/საზ. ურთ./მარკეტინგი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

რადიო "ჰერეთი", თბილისის ოფისი, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში; აუცილებელია მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში ან მედია მენეჯმენტში.
-მარკეტინგში მაღალ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 2 წლისა (სასურველია მედია მარკეტინგში)
-ინგლისური ენის ბრწყინვალე ცოდნა.
-კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office - Word, Excel, PowerPoint.

თვისებები:
-ნოვატორული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება; კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი
-პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის მართვის კარგი უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა;
მარკეტინგის დირექტორი განსაზღვრავს რადიო "ჰერეთის" სარეკლამო სტრატეგიას მედია ბაზარზე; მუშაობს ახალ იდეებსა და წინადადებებზე სარეკლამო დამკვეთებისთვის; მუშაობს კონტენტის უკეთესად შეფუთვაზე; ხელმძღვანელობს მარკეტინგის ჯგუფს.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: reklama@heretifm.com არა უგვიანეს 2012 წლის 1 თებერვლისა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის და სამოტივაციო წერილის მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).

რადიო "ჰერეთი" წარმოადგენს დამოუკიდებელ მედიაკომპანიას საქართველოში. "ჰერეთის" შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.heretifm.com

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige