რადიო "პალიტრა" (FM 103.9) დაარსდა 2008 წლის აგვისტოში. რადიოს დამფუძნებელია დამოუკიდებელი მედიაკომპანია "პალიტრა მედია". რადიო "პალიტრა" მსმენელს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საავტორო-ანალიტიკურ პროგრამებს, შემეცნებით გადაცემებს და სხვადასხვა ჟანრის სასიამოვნო მუსიკას. "პალიტრა" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი რადიოა.
რადიო "პალიტრა" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. გაყიდვების მენეჯერი
სამუშაოს აღწერა:
-ბაზრის ანალიზი, საჭიროებების დადგენა;
-პოტენციური კლიენტების მოძიება;
-სარეკლამო შეთავაზებების მომზადება;
-გაყიდვების გაზრდა;
-ანგარიშების მომზადება/წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
-მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
-ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე.
უნარები:
-კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
-დამაჯერებლობა;
-კრეატიულობა;
-პუნქტუალურობა;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
მუშაობის პირობები:
-სრული განაკვეთი;
-მოსამზადებელი პერიოდი 2 კვირა;
-ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით.
2. სტაჟიორი მარკეტინგის განყოფილებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
-ბიზნესის ადმინისტრირების ან PR-ის ან ბოლო კურსის სტუდენტი;
-ენერგიულობა, კრეატიულობა, მოქნილობა;
-საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
მოვალეობები:
-გაყიდვების ხელშეწყობა;
-საერთო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება, ახალ იდეებზე მუშაობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 11 თებერვლის 18:00 საათისა. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.