სადაზღვევო კომპანია „პსპ დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიას ასისტანსის ოპერატორის თანამდებობაზე
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეულთა სატელეფონო ზარების მიღება, გადამისამართება
- სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა
- კლინიკაში დაზღვეულთა ვიზიტის დაგეგმვა, დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
- გადაუდებელი მდგომარეობების დროს სიტუაციის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (ზოგადი პროფილის ექიმი, ან ექიმი-პედიატრი)
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (განსაკუთრებით EXCEL)
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
- სადაზღვევო კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- გამართული მეტყველება, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
- სისხარტე, ოპერატიულობა
- თავაზიანობა, დელიკატურობა
- ყურადღების სწრაფი გადანაცვლების უნარი
- სიზუსტე, აკურატულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად მისამართზე: . გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
ან შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 150
განაცხადები მიიღება 2011 წლის 11 ნოემბრამდე.
აპლიკანტების საყურადღებოდ!
ტესტირებასა და გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.