სადაზღვევო კომპანია "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური წარმომადგენლის პოზიციაზე (ნახევარ განაკვეთზე), ქალაქ ბათუმში.
ძირითადი ფუნქციები:
- პროვაიდერებისგან შესრულებული სამუშაოს ჩაბარება, მიღება/ჩაბარების აქტის გაფორმება და სპეციალურ რეესტრში აღრიცხვა;
- დაზღვეულებისაგან საჭირო დოკუმენტაციის, გადახდილი ქვითრების ჩაბარება; დოკუმენტაციის სრულყოფილების შემოწმება;
- დაზღვეულებისაგან წინა საოპერაციო დოკუმენტაციის ჩაბარება და
დასკანერებული ასლის გამოგზავნა ზარალებისა და კლიენტთა მომსახურების
სამსახურში;
- პროვაიდერებთან გაგზავნილი შედარების აქტების ჩაბარება და შემდეგ თბილისში გამოგზავნა;
- ნებისმიერი დოკუმენტის მიღება თბილისიდან და პროვაიდერისთვის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Windows, MS Office);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია).
გამოცდილება: სადაზღვევო სფეროში/კლინიკაში ექიმად მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პუნქტუალობა და აკურატულობა;
- ორგანიზებულობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელობა და დიპლომატიურობა.
დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო საათები: 10 სთ - 15 სთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი), ფოტოსთან ერთად, მისამართზე: vacancy@psp.ge 2011 წლის 7 ივლისის
ჩათვლით. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება,
რომელზეც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება
არ იქნება განხილული.
აპლიკანტების საყურადღებოდ: ტესტირებასა და გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.