საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ქეა  შ.პ.ს დიზაინ სითი  DMG WEST LINES  პროფკურორტი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შპს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
შ.პ.ს.   თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ბანკი რესპუბლიკა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ალგანი 
P/T/G  ბიდისი აკადემია  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინგლისური ენის სახლი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  One World   კავკასიის უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  აიელსი 
   ვაკანსია:

შტატგარეშე პროგრამისტი

   კომპანია:

პროკრედიტ ბანკი

   განთავსებულია:  2 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  20 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ინფორმაციული ტექნოლოგიები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

პროკრედიტ ბანკი, საქართველო აცხადებს ვაკანსიას შტატგარეშე პროგრამისტის თანამდებობაზე.

პროკრედიტ ჯგუფი მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომლებიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის “უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი” ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს. ამ ბიზნესების ზრდა ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.
ამასთან ერთად, ვცდილობთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ბანკების მახლობლად ცხოვრობენ და საქმიანობენ, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე საბანკო მომსახურება გავუწიოთ და მათ შორის დაზოგვის კულტურა დავამკვიდროთ. საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალითაა წარმოდგენილი.

ამჟამად პროკრედიტ ბანკს ესაჭიროება შტატგარეშე პროგრამისტები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას არსებული საბანკო პროდუქტების დახვეწასა და ახალი მომსახურების შექმნასთან დაკავშირებულ პროექტებში.

კონტრაქტის  ხანგრძლივობაა 1-დან 6 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით.

ჩვენ გვესაჭიროება პროგრამისტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტების შემუშავების  პროცესში, სადაც მათ გაუწევენ კურირებასა და მონიტორინგს ჩვენი ბანკის პროგრამისტები.

თუ თქვენ ხართ პროფესიონალი, კარგად ერკვევით T-SQL, ASP.NET, C# , MS SQL  2005/2008, ხართ მოტივირებული, გუნდის წევრი, გაქვთ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი და ფლობთ საბაზისო ინგლისურ ენას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ  ელექტრონული განაცხადის ფორმა. სადაც ნათლად ჩამოაყალიბებთ, თუ რატომ დაინტერესდით პროკრედიტ ბანკში და კერძოდ, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობით. თქვენს რეზიუმეში მიუთითეთ პროექტები, რომლებშიც მიგიღიათ მონაწილეობა, ასევე, გთხოვთ, დაურთოთ საიტის მისამართი (თუ გაქვთ გამოქვეყნებული ინტერნეტში).

გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ სათანადოდ შევსებული განაცხადის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2011წ.

დეტალური ინფორმაცია ჩვენი ბანკის მიზნებისა და ღირებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: www.procredit-holding.comwww.procreditbank.ge

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige