პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას ს.ს. "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია). პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 2011 წლის დეკემბრის ივნისის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 495 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით პროკრედიტ ბანკი, საქართველოს მომსახურებით 300,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.
პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო მოწყობილობის (Sign Pad) შესყიდვაზე.
თანდართულ ფაილებში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის შინაარსი (ზოგადი პირობები);
- ძირითადი სპეციფიკაცები;
- სააპლიკაციო ფორმა;
- ანტიკორუფციული დეკლარაცია;
- დაკავშირებული პირების დეკლარაცია.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ფასების დეტალური ჩამონათვალი (ძირითად სპეციფიკაციებში მოცემული პირობების შესაბამისად თანდართული ვიზუალით - იხ. მიმაგრებული ფაილი)
- მოწყობილობების მოწოდების და დანერგვის პერიოდი;
- ანგარიშსწორების პირობები;
- შევსებული და ხელმოწერილი ანტიკორუფციული დეკლარაცია (იხ. მიმაგრებული ფაილი);
- შევსებული და ხელმოწერილი დაკავშირებული პირების დეკლარაცია (იხ. მიმაგრებული ფაილი).
ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება (ტენდერებისა და ხარჯების კონტროლის ქვეგანყოფილება);
- წარწერა "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა 23 აგვისტო, 2011 წ. (18:00 საათამდე)
ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
იესე ხუხუნაშვილი
სისტემური ადმინისტრატორების განყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ.: (+995322) 202222 (1840)
ელფოსტა:
თეა თაბაგარი
ორგანიზაციული სამმართველო
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ.: (+995322) 202222 (1560)
ელფოსტა:
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
თამარ ახსიაშვილი
ტენდერების და ხარჯების კონტროლის ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ.: (+995322) 202222 (1715)
ელფოსტა: