პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას ს.ს. "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია). პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 2011 წლის აგვისტოს მდგომარეობით პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 511 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით პროკრედიტ ბანკი, საქართველოს მომსახურებით 300,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.
პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე - პრინტერები.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლები;
- ანტიკორუფციული დეკლარაცია;
- დაკავშირებული პირების დეკლარაცია;
- სააპლიკაციო ფორმა.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად;
- ანგარიშსწორების პირობები;
- საგარანტიო პირობები;
- მოწოდების ვადები;
- შევსებული და ხელმოწერილი ანტიკორუფციული დეკლარაცია (იხ. თანდართულ ფაილში);
- შევსებული და ხელმოწერილი დაკავშირებული პირების დეკლარაცია (იხ. თანდართულ ფაილში);
- შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).
ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი და ტელეფონი, მეილის მისამართი);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება (ტენდერების და ხარჯების კონტროლის განყოფილება);
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა 14 ნოემბერი, 2011 წ. (18:00-მდე)
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
მარინე ქიმოსტელი
საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (Ext. 1850)
ელფოსტა: m.kimosteli@procreditbank.ge
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
ეთერ აბესაძე
ტენდერების და ხარჯების კონტროლის განყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (Ext. 1714)
ელფოსტა: e.abesadze@procreditbank.ge | tcc@procreditbank.ge