პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას ს.ს. "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია). პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 2011 წლის ივნისის მდგომარეობით პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 495 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით "პროკრედიტ ბანკი, საქართველოს" მომსახურებით 300,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.
პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს კატალოგის ბეჭდვაზე (ProPhoto 2010).
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ბეჭდვითი მასალის მახასიათებლები;
- ანტიკორუფციული დეკლარაცია;
- დაკავშირებული პირების დეკლარაცია.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით (იხ. ცხრილი);
- ანგარიშსწორების პირობები;
- მოწოდების პირობები;
- შევსებული და ხელმოწერილი ანტიკორუფციული დეკლარაცია (იხ.თანდართულ ფაილში);
- შევსებული და ხელმოწერილი დაკავშირებული პირების დეკლარაცია (იხ.თანდართულ ფაილში);
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი და მეილის მისამართი);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება (ტენდერებისა და ხარჯების კონტროლის ქვეგანყოფილება);
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 23 აგვისტო 2011 წ (18:00- მდე).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
ანა სხილაძე
მარკეტინგის განყოფილება
სს "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ: (+99532) 2202222 (1550)
ელ-ფოსტა: a.skhiladze@procreditbank.ge
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ეთერ აბესაძე
ტენდერების და ხარჯების კონტროლის ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ.აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ: (+995 32) 2202222 (1714)
ელ-ფოსტა: