პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას ს.ს. "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია). პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 2011 წლის ივნისის მდგომარეობით პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 495 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით პროკრედიტ ბანკი, საქართველოს მომსახურებით 300,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.
პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს თბილისსა და რეგიონებში ფილიალების დალაგება-დასუფთავების სერვისზე.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
- ანტიკორუფციული დეკლარაცია;
- დაკავშირებული პირების დეკლარაცია.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
-ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. თანდართულ ფაილში);
- ანგარიშსწორების პირობები;
- შევსებული და ხელმოწერილი ანტიკორუფციული დეკლარაცია (იხ. თანდართულ ფაილში);
- შევსებული და ხელმოწერილი დაკავშირებული პირების დეკლარაცია (იხ. თანდართულ ფაილში).
ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი და ტელეფონი);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება (დაგეგმვისა და კონტროლის განყოფილება);
- წარწერა "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ მისამართზე: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი, 2011 წ. (18:00-მდე).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
ოთარ თელია
ადმინისტრაციის სამმართველო
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 202222 (1583)
ელფოსტა:
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
თამთა ბაძგარაძე
ტენდერების და ხარჯების კონტროლის ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 202222 (1712)
ელფოსტა: