საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   ბანკი რესპუბლიკა  შპს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შირნჰოფერი 
თეგეტა მოტორსი  გუდვილი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  DMG WEST LINES  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა 
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  Oxford House  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   P/T/G  ბიდისი აკადემია  One World   
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საქართველოს უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  აიელსი  საგანმანათლებლო ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  
   ვაკანსია:

ტენდერი ბრენდირებული საჩუქრების შესყიდვაზე

   კომპანია:

პროკრედიტ ბანკი

   განთავსებულია:  27 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  3 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  tcc@procreditbank.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას ს.ს. "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია). პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 2011 წლის სექტემბრის მდგომარეობით პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 505 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით "პროკრედიტ ბანკი, საქართველოს" მომსახურებით 300,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.

"პროკრედიტ ბანკი" - საქართველო აცხადებს ტენდერს ბრენდირებული საჩუქრების შესყიდვაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

- ანტიკორუფციული დეკლარაცია;
- დაკავშირებული პირების დეკლარაცია;
- სააპლიკაციო ფორმა.

ჩვენი მოთხოვნებია:

- მოწოდებული საქონლის მაღალი ხარისხი;
- ნიმუშების წარმოდგენა (დალუქული სახით);
- საქონლის მოწოდება 2011 წლის 10 დეკემბრამდე;
- საკონტრაქტო თანხის ჩარიცხვა პროკრედიტ ბანკში არსებულ ანგარიშზე.

პროდუქციის დეტალური მახასიათებლების და ვიზუალის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: tcc@procreditbank.ge. ასევე, სასურველია დაინტერესებულმა კომპანიებმა მოგვაწოდონ თემატურად მსგავსი ნიმუშები (შესაძლებელია ხელნაკეთიც).

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

- ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად;
- შესასყიდი საქონლის ნიმუშები;
- ანგარიშსწორების პირობები;
- საგარანტიო პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები;
- შევსებული და ხელმოწერილი ანტიკორუფციული დეკლარაცია (იხ. თანდართულ ფაილში);
- შევსებული და ხელმოწერილი დაკავშირებული პირების დეკლარაცია (იხ. თანდართულ ფაილში);
- შევსებული და ხელმოწერილი საააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი და ტელეფონი, ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება (ტენდერების და ხარჯების კონტროლის განყოფილება);
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზ. 154.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 3 ნოემბერი, 2011 წ. (18:00 - მდე).

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

სალომე ჩიკვილაძე
მარკეტინგის განყოფილება
სს "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი, 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (შიდა:1558)
ელ-ფოსტა: s.chikviladze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ეთერ აბესაძე
ტენდერების და ხარჯების კონტროლის განყოფილება
სს "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, დ.აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (შიდა: 1715)
ელ-ფოსტა: e.abesadze@procreditbank.ge, tcc@procreditbank.ge.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige