საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ქეა  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს დიზაინ სითი 
შირნჰოფერი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს.   DMG WEST LINES  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ბიდისი აკადემია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   
აიელსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  One World   კავკასიის უნივერსიტეტი  Oxford House  P/T/G  ინგლისური ენის სახლი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

საკრედიტო ექსპერტი, თბილისი/რეგიონები

   კომპანია:

პროკრედიტ ბანკი

   განთავსებულია:  6 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  13 დეკ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და თბილისის ფილიალებისთვის.

პროკრედიტ ჯგუფი მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს. ამ ბიზნესების ზრდა ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, ვცდილობთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ბანკების მახლობლად ცხოვრობენ და საქმიანობენ, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე საბანკო მომსახურება გავუწიოთ და მათ შორის დაზოგვის კულტურა დავამკვიდროთ. საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალითაა წარმოდგენილი.

საკრედიტო ექსპერტი სპეციალიზდება 30 000 აშშ დოლარამდე სესხების გაცემაზე. იგი პასუხისმგებელია საკრედიტო პროცესის წარმოებაზე, პოტენციური მსესხებლის მოზიდვაზე, კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეფასებაზე და სესხის დროულად დაფარვის მონიტორინგზე.

მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
- სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაკვირვებულობა დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა;
- სწრაფვა ცოდნის გაღრმავებისაკენ;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ასაკი: 22-დან 35-წლამდე.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ პროკრედიტ ბანკში მუშობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც განაცხადის ფორმა სრულყოფილად ექნებათ შევსებული. საბაზისო მათემატიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2011 წლის 13 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://www.procreditbank.ge და http://www.procredit-holding.com

კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.procreditbank.ge/career

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige