საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ალგანი  პროფკურორტი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ქეა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   DMG WEST LINES 
შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შპს.   თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შირნჰოფერი  გუდვილი 
საგანმანათლებლო ცენტრი   One World   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  აიელსი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  Oxford House  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ინგლისური ენის სახლი  
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  P/T/G  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ბიდისი აკადემია 
   ვაკანსია:

ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა

   კომპანია:

პროკრედიტ ბანკი

   განთავსებულია:  16 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  31 აგვ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"პროკრედიტ ჯგუფი" მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომლებიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს. ამ ბიზნესების ზრდა ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

ამასთან ერთად, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოსახლეობაში დაზოგვის კულტურის დანერგვას და მათ პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე საბანკო მომსახურება შევთავაზოთ. საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალითაა წარმოდგენილი.

პირველად საქართველოს საბანკო სექტორში, პროკრედიტ ბანკი აცხადებს "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამას" და ქვეყნის მასშტაბით ახალკურსდამთავრებულებსა და მცირე სამუშაო გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს სთავაზობს 6 თვიან ზოგად კურსს ბანკების და ფინანსების სფეროში.

"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა" ტარდება თბილისში. კურსის მსვლელობისას მონაწილეები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, ხოლო რეგიონების წარმომადგენლებს ბანკი დროებითი საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.

მათემატიკისა და ბუღალტერიის გარდა პროგრამაში დიდი დრო ეთმობა კომუნიკაციას, ანალიტიკურ აზროვნებას და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საგნებს. იგი მოიცავს თეორიულ საკლასო კურსს და პრაქტიკას პროკრედიტ ბანკის ფილიალებსა თუ სერვის ცენტრებში.

6 თვიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს პროკრედიტ ბანკში დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

პროგრამაში მონაწილება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

- საბანკო დაწესებულებაში, კერძოდ, პროკრედიტ ბანკში გამოცდილების შეძენის სურვილი;
- ნებისმიერი ტექნიკური ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული (უპირატესობა მიენიჭება ეკონომიკას/საბანკო საქმეს/ფინანსებს), ასევე, მცირე სამუშაო გამოცდილების მქონე დაინტერესებული პირი;
- ასაკი: 22-დან 27 წლამდე;
- ქართული ენის სრულყოფილად, ხოლო ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
- საბაზისო მათემატიკის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების სურვილი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- მობილურობა: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობისთვის მზადყოფნა.

"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის სტანდარტული ეტაპების გავლას.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში" მონაწილეობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა: http://online.procreditbank.ge:8080/recruitment/Pages/ApplicationForm.aspx


გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ სათანადოდ შევსებული განაცხადის ფორმის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 2011 წლის 31 აგვისტო.

ჩვენი ორგანიზაციის, მისი მიზნებისა და ეთიკური ღირებულებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდებს: http://www.procreditbank.ge და http://www.procredit-holding.com

"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისა" და კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.procreditbank.ge/career

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige