პროკრედიტ ჯგუფი მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის “უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი” ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს.
საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი საკადრო პოლიტიკაა, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და მათ, ისევე, როგორც არსებული თანამშრომლების, პროფესიულ განვითარებას.
პროკრედიტ ბანკი კვლავ აცხადებს მიღებას „ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაზე“ და დაინტერესებულ ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
პროკრედიტ ბანკი კვლავ აცხადებს მიღებას "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაზე" და დაინტერესებულ ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე
ადგილმდებარეობა: პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი, თბილისი
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
- ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
- მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
- ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკას;
- ფინანსურ მათემატიკასა და ბუღალტერიას;
- კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების საფუძვლებს;
- პროექტების წერისა და მართვის ტექნიკებს;
- ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
თეორიული კურსის გარდა, მონაწილეები გაივლიან პრაქტიკას ფილიალებსა და სათავო ოფისის საკვანძო განყოფილებებში.
პროგრამის მსვლელობისას მონაწილეებზე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია, ხოლო რეგიონის წარმომდგენლებს ბანკი დროებითი საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ეკონომიკა/საბანკო საქმე/ფინანსები);
- საბაზისო მათემატიკის კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- მობილურობა: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობისთვის მზადყოფნა;
- პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების სურვილი;
- ასაკი: 22-დან 27 წლამდე.
“ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის” მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის სტანდარტული ეტაპების გავლას.
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ “ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში” მონაწილეობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც განაცხადის ფორმა სრულყოფილად ექნებათ შევსებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2011 წლის 25 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ–გვერდებზე: და
“ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისა” და კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: