პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას აგრო სესხების ექსპერტის პოზიციაზე აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ფილიალებისთვის.
პროკრედიტ ჯგუფი მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს. ამ ბიზნესების ზრდა ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, ვცდილობთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ბანკების მახლობლად ცხოვრობენ და საქმიანობენ, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე საბანკო მომსახურება გავუწიოთ და მათ შორის დაზოგვის კულტურა დავამკვიდროთ. საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალითაა წარმოდგენილი.
აგრო სესხების ექსპერტი სპეციალიზდება აგრო სესხების გაცემაზე. იგი პასუხისმგებელია სასოფლო სამეურნეო სექტორიდან პოტენციური მსესხებლის მოზიდვასა და კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეფასებაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
- სოფლის მეურნეობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაკვირვებულობა დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა;
- სწრაფვა ცოდნის გაღრმავებისაკენ;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- მზადყოფნა რეგიონებში გასვლებისათვის.
- ასაკი: 22-დან 35-წლამდე.
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ პროკრედიტ ბანკში მუშაობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც განაცხადის ფორმა სრულყოფილად ექნებათ შევსებული. საბაზისო მათემატიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2011 წლის 18 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: და
კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: