კომპანია ”პროვიზია” აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე სასაქონლო ნიშნისათვის ”Erbau”.
კონკურსისათვის შექმნილი ლოგო უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი ფორმით:
- საკუთრივ ლოგოს გამოსახულება;
- ეტიკეტზე, თავსახურზე ან სხვა შესაფუთ მასალაზე განთავსებული ლოგო;
- სავიზიტო ბარათზე, ბლანკზე ან კონვერტზე განთავსებული ლოგო;
- მაისურზე, ქუდზე, ჭიქაზე ან კალამზე განთავსებული ლოგო.
საპრიზო ფონდი:
I ადგილი – 700 ლარი;
II ადგილი – 400 ლარი;
III ადგილი – 200 ლარი.
კომპანიის შესახებ:
სასაქონლო ნიშნით ”Erbau” წარმოებული პროდუქცია განეკუთნება მაღალი კლასის საკვებ პროდუქტებს. ამ ნიშნით იგეგმება შემდეგი სახის პროდუქციის წარმოება: ხილ-ბოსტნეულის, ხორცისა და თევზეულის კონსერვები, სნეკები, მაკარონის ნაწარმი.
სამიზნე ჯგუფი:
ამ ნიშნით წარმოებული პროდუქცია გამიზნულია საშუალოზე მაღალი შეძლების მქონე პირთათვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია მოხმარებული პროდუქციის ხარისხი და რომელიც უპირატესობას ანიჭებს მაღალი კლასის ბრენდებს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ ნებისმიერ ადამიანს მოქალაქეობის მიუხედავად;
- პროფესიული განათლება სავალდებულო არ არის;
- ნამუშევრები უნდა პასუხობდეს კონკურსის პირობებს და მოწოდებული იქნეს ქვემომოყვანილი მოთხოვნების დაცვით;
- პრემირებული ნამუშევრები გადადის კომპანიის საკუთრებაში.
კონკურსის მოთხოვნები:
- ნამუშევრების ზომა არ უნდა აღემატებოდეს A4 (210×297 მმ);
- ფაილები უნდა იხსნებოდეს ყველა სტანდარტული პროგრამით;
- სასურველია გამოყენებული იყოს ფერთა (CMYK) პალიტრა;
- ნამუშევარი შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი;
- ნამუშევარი უნდა იყოს ლაკონური, მკაფიოდ გამოხატავდეს სასაქონლო ნიშნის არსსა და სტატუსს;
- არ იყოს გადატვირთული ტონებით;
- მიანიშნებდეს გერმანიასთან კავშირზე ისევე, როგორც პროდუქციის ნატურალურობასა და მის ფერმერულ წარმოშობაზე;
- უნდა იყოს აღსაქმელად მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი.
შეფასების კრიტერიუმები:
- ნამუშევრები უნდა პასუხობდეს კონკურსის პირობებს;
- მოწოდებული იქნეს კონკურსის მოთხოვნების დაცვით;
- შესრულების მაღალი ხარისხი;
- იდეის ორიგინალურობა;
- კრეატიულობა.
კონკურსის ვადები:
ნამუშევრები მოგვაწოდეთ არაუგვიანეს 30.06.2011
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, 55, მარტინ ბაუერის შენობა
ტელეფონი: (+995 32)225630
ელ-ფოსტა: (copy: )