საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტო აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს თბილისის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის და აჭარის პრობაციის ბიუროებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, ფსიქოლოგიური ან სოციალიური მეცნიერებები);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;
კანდიდატს სასურველია გააჩნდეს:
- კომუნიკაციის უნარი;
- ინდივიდუალური ინტერვიუს ჩატარების უნარი;
- კონსულტაციის, რჩევა-დარიგების მიცემის უნარი;
- ანალიზის უნარი;
- ორგანიზებულობა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.
- ფლობდეს ინგლისურ ენას.
სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ზოგადი ნაწილი);
- საქართველოს კანონი, `საჯარო სამსახურის შესახებ”;
- საქართველოს კანონი ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ”;
- ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის #903 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.
ფუნქციები:
პრობაციის ბიუროს უფროსის და მათზე მიმაგრებული პრობაციის ოფიცრების დავალებებისა და მითითებების შესრულება. ასევე ურთიერთობა პრობაციონერებთან.
წარმოსადგენი საბუთები: CV – ქართულ ან ინგლისურ ენაზე (სასურველია ფოტოსურათით).
სტაჟირების ხანგრძლივობაა ერთი თვე, ანაზღაურების გარეშე.
წარმატებული კანდიდატები სამომავლოდ დასაქმდებიან პრობაციის ეროვნულ სააგენტოში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:, ან მოიტანოთ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. #42.
შეგიძლიათ ,ასევე თქვენი მონაცემების გამოგზავნა-ს საშუალებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!!!
განაცხადის მიღება შეწყდება 2012 წლის 5 იანვარს 18:30 სთ-ზე.
უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს განაცხადებში მიუთითოთ ის პოზიცია და პრობაციის ბიურო, სადაც შემოგაქვთ განაცხადი.