საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   ალგანი  DMG WEST LINES  გუდვილი  თეგეტა მოტორსი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
პროფკურორტი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს დიზაინ სითი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შირნჰოფერი 
ინგლისური ენის სახლი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ბიდისი აკადემია  P/T/G  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
საგანმანათლებლო ცენტრი   აიელსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  One World   ტურისტული კომპანია ,,მანდსი 
   ვაკანსია:

პრობაციის ოფიცერი სამცხე-ჯავახეთში

   კომპანია:

პრობაციის ეროვნული სააგენტო

   განთავსებულია:  20 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  30 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  cv@probation.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ეძებს კანდიდატებს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში (ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია) პრობაციის ოფიცრების ვაკანტურ თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 განათლება:

    - უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);

 გამოცდილება:

    - ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება იურისტად, ფსიქოლოგად ან სოციალურ მუშაკად);

სამართლებრივი აქტები:

    - საქართველოს კონსტიტუცია;
    - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ზოგადი ნაწილი);
    - საქართველოს კანონი, `საჯარო სამსახურის შესახებ”;
    - საქართველოს კანონი ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ”;
    - ,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის #903 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.

კომპიუტერული პროგრამები:

    - საოფისე კომპიუტერული პროგრამების და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;

სპეციალური მოთხოვნები:

    - კომუნიკაციის უნარი;
    - ინდივიდუალური ინტერვიუს ჩატარების უნარი;
    - კონსულტაციის, რჩევა-დარიგების მიცემის უნარი;
    - პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
    - ანალიზის უნარი;
    - ორგანიზებულობა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
    - გუნდში მუშაობის უნარი.

ფუნქციები:

    - სააღსრულებო მოქმედების შესრულება და მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოხდის წესისა და პირობების განმარტება;
    - პირობით მსჯავრდებული პირისთვის საპრობაციო ვადის ინდივიდულური გეგმის შემუშავება;
    - მონაცემთა ბაზაში ან/და ჟურნალში, პირად საქმეში მასზე განპიროვნებული პრობაციონერების მონაცემების სიზუსტის, განახლების, დაცულობის და საქმისწარმოებას არსებული პროცედურის კანონის მიხედვით უზრუნველყოფა;
    - პრობაციონერთან ინდივიდუალური გასაუბრებების წარმოება, კონსულტაციების გაწევა მათი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
    - ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციის პროგრამის შემუშავება თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით;
    - მსჯავრდებულთან აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
    - პირობით მსჯავრდებულის შრომით მოწყობაში დახმარების გაწევა, პირობით მსჯავრდებულის გაფრთხილება საზოგადეობისათვის სასარგებლო შრომის წესების და პირობების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის თაობაზე;
    - სხვა ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანოებთან;
    - საჭიროების შემთხვევაში ვიზიტების განხორციელება პირობით მსჯავრდებულთან სახლში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მათ შესახებ და  მონაცემების შეტანა შესაბამის პირად საქმეებში;
    - კონტროლის განხორციელება პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და გამოცხადების აღრიცხვაზე;
    - გადასინჯვა პირობითი მსჯავრდებულების პირადი საქმეების და რეკომენდაციების გაწევა პრობაციის ბიუროს უფროსისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე ან/და შეცვლაზე, ქვეყნიდან გასვლაზე და სხვა;
    - ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
    - სხვადასხვა სახის ანგარიშის/ოქმების შედგენა კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
    - საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ანაზღაურება: 580 ლარი (დარიცხვით); მოქმდებს აგრეთვე პრემირების სისტემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!!!


დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV-ბი, გამოაგზავნეთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართებზე: cv@probation.gov.ge

ვაკანსიის ნახვა და განაცხადის გაკეთება ასევე შეგიძლით ელ.გვერდზე:  www.hr.gov.ge

ან მოიტანეთ მისამართებზე: ქ.თბილისი. ალ.ყაზბეგის გამზ. # 42 ან
ქ.ახალციხე, კეცხოველის ქ.#6

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 სექტემბერი 18:30სთ

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige