შპს "პრაიმ ბეტონი" აცხადებს მიღებას ბუღალტრის თანამდებობაზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში.
კადრის სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაბამის სფეროში);
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სტაჟი (სასურველია წარმოების სფეროში);
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სტაჟი (სასურველია პროგრამა 1-C).
კადრის ფუნქციები:
- საწვავის კონტროლი, მძღოლების ფორმების შედარება ზედნადებებთან, გამარტივებული ფორმით საწვავის ხარჯვის კონტროლი ყოველდღიურად და დროულად ინფორმაციის ბუღალტერიაში ასახვა;
- ყველანაირი საბუთების მოწესრიგება და დროულად მოთხოვნა, ინფორმაციის ბუღალტერიაში ასახვა;
- მასალების მოძრაობის კონტროლი, გამოშვებული პროდუქციის, მიღებული მასალების და წარმოებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი;
- სისტემატიურად უნდა მოახდინოს მონაცემების კონტროლი და შედარება შეცდომის თავიდან აცილების მიზნით წარმოების და სატრანსპორტო განყოფილების ხელმძღვანელებთან;
- საწვავის და მასალების ყოველი თვის ბოლოს ინვენტარიზაცია და შესაბამისი დოკუმენტის ბუღალტერიაში ასახვა;
- ქრონომეტრაჟების ჩატარება მანქანებზე მძღოლებთან და სატრანსპორტო განყოფილების უფროსთან ერთად;
- ა/ფ გამოწერა;
- ყველანაირი საბუღალტრო გატარების წარმოება;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის სისრულესა და სიზუსტეში მოყვანა;
- მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული საქმეების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- ორგანიზებული და სიტუაციაში ადვილად გარკვევის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პრობლემის დანახვისას, ანალიზისა და მისი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
- აქტიური, კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
სამუშაო გრაფიკი; სრული.
ანაზღაურება: განისაზღვრება ცოდნის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით მისამართზე: 2011 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.