სს "პოპული" აცხადებს მიღებას სწრაფი კვების ობიექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- სწრაფი კვების ობიექტის მუშაობის ხარისხის და მიმდინარე პროცესების მონიტორინგი.
- მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა.
- წარმოების პროცესისათვის აუცილებელი საქონლის საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი.
- გაყიდვების გაზრდაზე ორიენტირებული გეგმების შემუშავება (ასორტიმენტი, სერვისი, მარკეტინგული ღონისძიებები).
- კონსულტანტებისთვის მომსახურების სტანდარტის კონტროლი, მომსახურების ხარისხის შეფასება და გაუმჯობესება.
- დაქვემდებარებული კადრების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი.
- სწრაფი კვების ობიექტზე წარმოებული პროდუქტის ხარისხის მონიტორინგი.
- თანამშრომელთა სამუშაო განრიგის კონტროლი;
- ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მომზადება და რეგიონის მენეჯერისათვის წარდგენა დასამტკიცებლად;
- კლიენტებთან ახალი პროდუქტის პრეზენტაციის სათანადო ტრენინგი კონსულტანტებისათვის;
- მუდმივი ნაშთის კონტროლი.
მოთხოვნები:
- სწრაფი კვების ობიექტზე ან რესტორანში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- ადამიანური რესურსების მართვის უნარი
- კარგი ორგანიზატორული უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- კრიტიკულ/პრობლემურ სიტუაციებში ადეკვატურად რეაგირების უნარი
- კომუნიკაბელური
- რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და ფოტო-სურათი 3x4 ელ.მისამართზე: hr@populi.ge და თემად მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.