"პოლიტიკური მართვის საკონსულტაციო ჯგუფი" (PMCG) აცხადებს ვაკანსიას "1С" პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსური ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით);
- "1C" პროგრამასთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- გამოცდილება როგორც პროგრამის ადმინისტრირების, ისე კომპანიაში დანერგვის კუთხით.
სამუშაოს მახასიათებლები:
- პროგრამის მორგება სამუშაოს პროცესებისადმი;
- პროგრამის გამართვა; მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების ადმინისტრირება და აღმოფხვრა;
- პროგრამის სხვადასხვა ფუნქციების გამართულად მუშაობის კონტროლი;
- კომპანიაში მიმდინარე პროცესების პროგრამაში ასახვა;
- "1C" პროგრამაში ასახული სხვადასხვა პროცესების/გატარებების დამოწმება.
პიროვნული თვისებები:
- დაკვირვებული
- მშვიდი
- გაწონასწორებული
- შრომისმოყვარე.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: არაუგვიანეს 2011 წლის 25 აგვისტოსი. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.