"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი საქართველო" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე მზრუნველი ორგანიზაციაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
შინაარსი და სამუშაო სფერო:
ფსიქოლოგი პროექტის ფარგლებში გაუწევს მომსახურებას 3-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. იგი ანგარიშვალდებული იქნება პროექტის მენეჯერთან.
სავალდებულო მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი
სასურველია:
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 14 სექტემბრამდე. გთხოვთ მეილში მიუთითოთ პოზიცია.