საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ბანკი რესპუბლიკა  თეგეტა მოტორსი  შირნჰოფერი  შ.პ.ს.   DMG WEST LINES 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ალგანი  პროფკურორტი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ქეა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შპს.  
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  აიელსი  
One World   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინგლისური ენის სახლი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  P/T/G 
   ვაკანსია:

ფინანსური მენეჯერი

   კომპანია:

პირველი ნაბიჯი საქართველო

   განთავსებულია:  1 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  18 აგვ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy.fsg@gmail.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ფინანსები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

პირველი ნაბიჯი საქართველო ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

შინაარსი და სამუშაო სფერო:

ფინანსური მენეჯერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფინანსური რესურსების დაგეგმვაზე, ადმინისტრირებასა და კონტროლზე. აღნიშნული პოზიცია მოითხოვს დამოუკიდებელი მუშაობის და  დაგეგმვის კარგ უნარებს და გამოცდილებას. ფინანსურ მენეჯერს მოეთხოვება ფინანსური ანგარიშების დროული მომზადება და წარდგენა ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებისთვის. იგი ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის დირექტორისა და საჭიროებისამებრ „პირველი ნაბიჯი საქართველო“–ს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

აღნიშნული თანამდებობა მოითხოვს შესაფერის კანდიდატს კარგი გამოცდილებით და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან მუშაობის შესაძლებლობით.

საჭირო კვალიფიკაციები:

- უმაღლესი განათლება (სასურველია სამაგისტრო ხარისხით) ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში
- სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში
- აუცილებელია ჰქონდეს ფინანსების ადმინისტრირებისა და დაგეგმვის  მინიმუმ 3 წლიანი წარმატებული პროფესიული გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ბიზნეს სექტორში
- გამოცდილება ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურების განვითარებაში
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;

მოვალეობები და ამოცანები:

- ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის ბიუჯეტის, ფინანსური ანგარიშების, თანხებისა და ა.შ.
- პროგრამული ბიუჯეტებისა და ფინანსური ანგარიშების მომზადება
- პროგრამული ცვლილებების შესაბამისად თანხების დროული და პროფესიონალური მენეჯმენტი. ფინანსური მენეჯერი რეგულარულად აწვდის ინფორმაციას მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე ადმინისტრაციასა და პროგრამების/პროექტების  კოორდინატორებს
- უზრუნველყოფს თანხების სწორად განაწილებას, აუდიტის დროულად ჩატარებას, ფინანსური ჩანაწერების/ანგარიშების წარმოებას სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო და საერთაშორისო კანონმდებლობის/დებულების შესაბამისად
- კონსულტაციას უწევს ორგანიზაციის ადმინისტრაციას  და პროგრამების/პროექტების კოორდინატორებს  ფინანსურ საკითხებში
- რეგულარულად აფასებს ორგანიზაციის საერთო ფინანსურ მდგომარეობას, მათ შორის შემოსავლებს, ხარჯებს და ფინანსური რისკებს
- ამზადებს და ადმინისტრირებას უწევს ტენდერთან დაკავშირებულ ფინანსურ დოკუმენტაციებს
- ახორციელებს მომსახურების ღირებულების რეგულარულ ანალიზს  დირექტორთან და პროექტების კოორდინატორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ავითარებს მომსახურებათა სხვადასხვა ფინანსურ სქემებს
- ავითარებს შიდა ფინანსური პოლიტიკას და პროცედურებს
- თანამშრომლობს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურთან და დონორი ორგანიზაციების ფინანსურ მენეჯერებთან/ბუღალტრებთან
- უწევს ზედამხედველობას  ორგანიზაციის  ბუღალტერს

უნარები და მახასიათებლები:

- საქმის ორგანიზების და ამოცანების დროში კარგად განაწილების უნარი
- კომუნიკაციის კარგი უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება; ასევე საჭიროებიდან გამომდინარე შეეძლოს დამატებით საათებში მუშაობა
- ენთუზიაზმი  და  მოტივაცია
- ლოიალური ორგანიზაციის ფასეულობებისა და კულტურის მიმართ
- ქართული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, Word, Excel  და ა.შ)
- სასურველია საბუღალტრო პროგრამის „ინფო-ბუღალტერის“ ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ თავიანთი  CV  შემდეგ მისამართზე vacancy.fsg@gmail.com   2011 წლის 18 აგვისტომდე.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პირებს.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige