"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს კონკურსს სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" 1998 წლიდან
ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
შინაარსი და სამუშაო სფერო:
სოციალური მუშაკი პროექტის ფარგლებში გაუწევს მომსახურებას 0-6 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს.
სავალდებულო მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება
- სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი
- წერითი და ანალიტიკური უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
სასურველია:
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 ნოემბერი. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგანში მიუთითოთ თუ რა პოზიციაზე შემოგაქვთ განაცხადი.