\"პირველი ნაბიჯი საქართველო\" აცხადებს კონკურსს ოჯახის მასწავლებლის პოზიციაზე (2 ვაკანსია).
არასამთავრობო ორგანიზაცია \"პირველი ნაბიჯი საქართველო\" 1998 წლიდან
ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
შინაარსი და სამუშაო სფერო:
ოჯახის მასწავლებელი პროექტის ფარგლებში გაუწევს მომსახურებას 0-6 წლამდე
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. იგი
ანგარიშვალდებული იქნება პროექტის მენეჯერთან.
სავალდებულო მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება (სასურველია პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო სფეროში)
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
- კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
სასურველია:
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 ნოემბერი. გთხოვთ, ელ.ფოსტის საგანში მიუთითოთ თუ რა პოზიციაზე შემოგაქვთ განაცხადი.