"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს კონკურსს მძღოლის პოზიციაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" 1998 წლიდან
ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
შინაარსი და სამუშაო სფერო:
მძღოლი გაუწევს მომსახურებას პროექტის ფარგლებში მომუშავე თანამშრომლებს,
პროექტის მოსარგებლე ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს, პასუხისმგებელი
იქნება მათ დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ქუთაისში, თბილისში და
რეგიონებში.
სავალდებულო მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
1. მძღოლად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
2. მართვის მოწმობის B,C კატეგორია;
3. ქუჩების მისამართების ზედმიწევნით ცოდნა;
4. მოძრაობის წესების ზედმიწევნითი ცოდნა და დაცვა;
4. პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
5. უცხოური მარკის კომფორტული ავტომობილი კარგ და გამართულ მდგომარეობაში
6. სარეკომენდაციო წერილი უკანასკნელი სამუშაო ადგილიდან;
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 ნოემბერი. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგანში მიუთითოთ თუ რა პოზიციაზე შემოგაქვთ განაცხადი.