კომპანია "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- სადაზღვევო პროგრამული უზრუნველყოფის "GI Software" მხარდაჭერა და რეპორტინგის სისტემის აწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კიბერნეტიკაში, გამოყენებით მათემატიკაში)
- მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებში - MS SQL Server 2008
- მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება Visual Studio, C# ან/და ASP.NET-ში
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის სრულყოფილი ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მათემატიკური უნარები
- ანალიტიკური, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
- სიახლის მაღალი მიმღებლობა
- დროის დეფიციტსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად მისამართზე: . გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოს იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
ასევე შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი მისამართებზე:
თბილისი, აღმაშენებლის 148/3
თბილისი, აღმაშენებლის 150
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 ივნისი.