საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
პროფკურორტი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  გუდვილი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
DMG WEST LINES  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ბანკი რესპუბლიკა  შპს.   თეგეტა მოტორსი  ალგანი  შირნჰოფერი 
P/T/G  საგანმანათლებლო ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  One World  ბიდისი აკადემია  აიელსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   საქართველოს უნივერსიტეტი  
ინგლისური ენის სახლი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

გაყიდვების მენეჯერი

   კომპანია:

ოფის1

   განთავსებულია:  24 იან. 2012
   ბოლო ვადა:  30 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  f70@office1.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

კომპანიას "ოფის 1" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე. მაღაზიის პროფილი არის საოფისე ავეჯის და საკანცელარიო ნივთების რეალიზაცია.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

ხელფასი: 350-600 ლარი, ბონუსების გათვალისწინებით.
კომპანია ითვალისწინებს ხელფასის და პროფესიულ ზრდას.

აუცილებელი მოთხოვნები:
-დახვეწილი მეტყველება;
-საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება; "ექსელში" მუშაობის გამოცდილება);
-ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
-გაყიდვების ორგანიზების უნარი (გამოცდილება);
-უცხო ენის ცოდნა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
-დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
-უმაღლესი განათლება;
-ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
-რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

მოვალეობები:
-ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
-დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
-სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
-კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
-დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში.

პრეტენდენტები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას.
კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს.

ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ გაუფორმდებათ ხელშეკრულება 2 თვიანი ანაზღაურებით სტაჟირებაზე. სტაჟირების პერიოდში მინიმალური ხელფასია 280 ლარი. საგამოცდო პერიოდის გავლის შემდეგ, ხელფასის მოცულობის და დაკავებული პოზიციის განსაზღვრა მოხდება კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების და ცოდნის მიხედვით - 350-600 ლარი. მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისას გათვალისწინებულია პრემიალური დანამატები.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10.00-და 19.00 საათამდე. დასვენების დღე: კვირა.
გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი (ყავა, ჩაი) ფირმის ხარჯზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სასურველია მოგვაწოდოთ CV, აუცილებლად 3x4 ზომის ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70ა (მოდულის შენობის გვერდით), ან გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით მისამართზე: f70@office1.ge არა უგვიანეს 2012 წლის 30 იანვრისა.

ორივე შემთხვევაში, სურათის გარეშე CV არ განიხილება.
არჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადგილზე, პირადად წარმოადგენენ საკუთარ CV-ს.

ტელეფონით არანაირი ინფორმაცია არ გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70ა.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige