საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ალგანი  DMG WEST LINES  ბანკი რესპუბლიკა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
შირნჰოფერი  გუდვილი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შპს.   თეგეტა მოტორსი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ქეა 
P/T/G  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ბიდისი აკადემია  Oxford House  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი One World   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  
საქართველოს უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   აიელსი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი 
   ვაკანსია:

აღმასრულებელი დირექტორი

   კომპანია:

ორი ნაბიჯი

   განთავსებულია:  10 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  9 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  2nabiji.hr@gmail.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:
- სტრატეგიული გეგმისა და განვითარების შემუშავება.
- სხვა დირექტორებთან, დამფუძნებლებთან კოორდინაცია პროექტების განვითარებისა და განხორციელებისათვის.
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მიმართულებების მიცემა და მათი კონტროლი;
- მსხვილი კორპორატიული კლიენტების მოძიება; მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
- პოტენციური კლიენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების უზრუნველყოფა
- მომსახურების ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება.
- მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორ ორგანიზაციებთან
- პროექტის ფინანსური ანალიზი (მომგებიანობა, მარჟები)
- მომწოდებლის ბიზნესის დეტალური შესწავლა და კომპანიაზე მისი პროდუქტების მორგება.
- პროექტების მართვა დროსა და ვადებში
- ახალი პროექტებისა და მომსახურებების დანერგვა
- პროდუქტების კომერციული ანალიზი
- პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და შესრულება
- არაძირითადი საქმიანობის ანალიზი და შემოსავლების ზრდა.

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:
- საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ღრმა ცოდნა
- მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.
- მოლაპარაკების უნარი
- პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:
- ადაპტაციის უნარი: მოქნილი, სამუშაო გარემოს ცვლილებებისადმი ტოლერანტული.
- კომუნიკაბელური: თანამშრომლებთან და პარტნიორებთან დადებითი სამუშაო ურთიერთობების დამყარების უნარი, ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად; კომუნიკაციის (როგორც წერითი, ისე ზეპირი) და პრეზენტაციის უნარი;
- კრეატიულობა/ინოვაცია: ახალი და უნიკალური იდეების გენერირების უნარი ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით.
- გუნდური მუშაობის უნარი: მიზნების დასახვა, პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება სხვებთან თანამშრომლობით.
- ლიდერობა: სხვებზე დადებითი გავლენის მოხდენის უნარი იმ შედეგების მისაღწევად, რომლებიც ორგანიზაციულ მიზნებთან არიან თანხვედრაში.
- სტრატეგიული აზროვნება: გარემოს პირობების გათვალისწინებით შესაძლებლობათა შეფასება და ორგანიზაციის ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრა.
- ორგანიზებულობა: დროის მართვისა და პრიორიტიზირების უნარი, პუნქტუალობა.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან იურიდიულ დარგში;
- მინიმუმ 2 წლიანი მენეჯერული გამოცდილება მსგავს სფეროში (PR მენეჯმენტი, გაყიდვები, მარკეტინგი);
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სავალდებულოა)
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: 2nabiji.hr@gmail.com და ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige