კომპანია "Onyx Consulting" აცხადებს ვაკანსიას HR პროგრამის უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.
არჩეულ სტაჟიორს საშუალება ექნება გაეცნოს და კარგად შეისწავლოს კომპანიის მიერ შექმნილი HR Software პროდუქცია, რომელიც ძალზედ მოთხოვნადია საქართველოს სხვადასხვა კომპანიებში. ასევე, პროგრამის ტექნიკურად დაუფლების ბაზაზე კანდიდატებს საშუალება ექნებათ HR მართვის თემებში გაერკვნენ საფუძვლიანად.
ძირითადი მოვალეობები:
-არსებული სისტემების გაცნობა და შესწავლა
-პროგრამული ნაკლის აღმოჩენა და მიზეზის გაანალიზება
-ვიზუალური გაუმართაობის აღმოჩენა
-აღმოჩენილი ხარვეზების აღრიცხვა და შესაბამის სამსახურებში გადაგზავნა
-მომხმარებლებთან კომუნიკაცია და ტექნიკური პრობლემის გამოსწორებასთან დაკავშირებული თემების მართვა.
მოთხოვნები:
-უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
-HR თემების საბაზისო ცოდნა
-ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
-კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა
-ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
-პრეზენტაბელური
-ანალიტიკური აზროვნება
-განვითარების მაღალი მოტივაცია.
-სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ან სპეციალური განათლება.
კადრის შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - გასაუბრება
II ეტაპი - ტესტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 9 თებერვლისა. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.