კომპანია „Onyx Consulting” აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის / ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის ბიზნეს გეგმის გაანალიზება, დაგეგმვა, შემუშავება, მართვა;
- პროექტში მონაწილე გუნდის მართვა, მიზნების დასახვა და მათი მიღწევის კოორდინირება;
- არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების და შეხვედრების მართვა;
- კლიენტების საჭიროებების გაანალიზება და ამოცანის ჩამოყალიბებაშ მონაწილეობა;
- პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის თუ სირთულის გაანალიზება და შესაბამისი სირთულეების მოგვარება;
- ყოველთვიური რაპორტინგი უშუალო ხელმძღვანელობასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან IT კუთხით;
- პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია IT პროექტების დანერგვის კუთხით);
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- ორგანიზატორული და დროის მართვის კარგი უნარი;
- მიზანდასახული;
- პრეზენტაბელური;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე:, არა უგვიანეს 30/10/2011. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, წინააღმედგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.