საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შპს.   ბანკი რესპუბლიკა  ქეა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ალგანი  შ.პ.ს დიზაინ სითი  თეგეტა მოტორსი 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  გუდვილი  შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
P/T/G  ბიდისი აკადემია  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ინგლისური ენის სახლი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  One World  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
აიელსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   Oxford House  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

ტრენინგები NLP-ში (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება)

   კომპანია:

ნლპ-ის სასწავლო ცენტრი

ნლპ-ის სასწავლო ცენტრი
   განთავსებულია:  19 მაი. 2011
   ბოლო ვადა:  11 ივნ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  NLP.Club.ge@gmail.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტრენინგი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ნლპ-ის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი აცხადებს მიღებას
გაზაფხულ-ზაფხულის სემესტრის მოკლევადიან სერტიფიცირებულ ტრენინგებზე

ნებისმიერ სფეროში საქმიანობა – პოლიტიკა, ბიზნესი, პედაგოგიკა, ვაჭრობისა და მომსახურების სფერო, საზოგადოებასთან ურთიერთობა PR, რეკლამა, ორგანიზაციული მართვა, ჯანდაცვა ან თუნდაც პირადი ურთიერთობების დამყარება – ეს, უპირველეს ყოვლისა ადამიანებთან, გარე სამყაროსთან ურთიერთობაა. ამ სფეროებში დაკავებული ადამიანები ზუსტად იმდენად არიან წარმატებულნი, რამდენადაც ეფექტურია მათი კომუნიკაცია პარტნიორებთან, კლიენტებთან, მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებთან და ხელმძღვანელებთან. ნეიროლინგვისტური პროგრამირება (ნლპ) მოიცავს თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიების უდიდეს არსენალს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას,  დაეხმაროს  ადამიანებს უმოკლეს დროში, შეისწავლონ ის უნარ–ჩვევები, რომელიც განაპირობებს მათ მომავალ წარმატებებს და ჭეშმარიტ  ლიდერებად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს.

ქართველები გენეტიკურად კომუნიკაბელური ერია, თუმცა სწორედ ეს ეთნიკური თვისება ხშირად ხელის შემშლელია საქმიან ურთიერთობებში, ვინაიდან, ის რადიკალურად განსხვავდება იმ კომუნიკაციური უნარ – ჩვევებისგან, რომელიც განაპირობებს, წარმატებულ მოლაპარაკებებს, გუნდის ეფექტურ მართვას,  წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში და უბრალოდ, წარმატებებს პირად ცხოვრებაში.
‘’ადამიანებთან ურთიერთობის უნარი - ის პროდუქტია, რომელიც ზუსტად ისევე შეიძლება შეიძინო, როგორც ყავა ან ჩაი... და მე ამ უნარის შესაძენად გადავიხდი  ბევრად უფრო მეტს,
ვიდრე ნებისმიერ ნივთში ან პროდუქტში ამ ქვეყნად’’
ჯ. დ. როკფელერი

მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია (12 მსმენელი), ამიტომ ჯგუფებში ჩარიცხვისას უპირატესობა (ჩარიცხვა+ ფასდაკლება) მიენიჭება მათ, ვინც განაცხადს შემოიტანს 17 მაისამდე

ჯგუფები დგება შემდეგ მოდულებზე:

ნლპ-ის სტანდარტული, სერტიფიცირებული კურსი - ნლპ  ’’ნულიდან’’

ნლპ-ის ბაზისური ტექნოლოგიები - ‘’NLP-Practitioner’’-ის I ნაწილი    
საათების რაოდენობა - 30 ასტრ.საათი,
ტრენინგის ღირებულება 200 ლარი
21 და 22 მაისი, 28 და 29 მაისი (სრული დღე 11.30- 19.00 )

ნლპ - პრაქტიკოსი -  ‘’NLP-Practitioner’’

საათების რაოდენობა - 120 ასტრ.საათი,
ტრენინგის ღირებულება 650 ლარი

ნლპ მენეჯმენტში

- ეფექტური ლიდერობა და ლიდერის  კომუნიკაცია

საათების რაოდენობა - 40 ასტრ.საათი,
ტრენინგის ღირებულება 240 ლარი
25    მაისიდან 8 ივნისი - ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 18.30-21.30

მოკლე მიმოხილვა

თანამედროვე სამყაროში ლიდერობა წარმატების სინონიმია. არსებობს აზრი, რომ ლიდერობა – ბუნებრივი ნიჭია, ის ან არის, ან არა. რა თქმა უნდა ამ შეხედულებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა დაკვირვებები საწინააღმდეგოს ამტკიცებს: ლიდერობა – თვისებაა, რომელიც შეიძლება შეიძინო და განივითარო.

ტრენინგის მიზანია:

მომავლის ხედვაზე დაფუძნებული ეფექტური ლიდერობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი უნარებისა და საშუალებების გაცნობა იმ პირებისთვის, რომლებიც უკვე ხელმძღვანელ  პოზიციაზე არიან, ან აქვთ დასახული მიზნად დაიკავონ იერარქიული კიბის მაღალი საფეხურები.
ტრენინგზე გაეცნობით კომუნიკაციური, პიროვნული და სისტემური აზროვნების უნარ–ჩვევების დახვეწის ტექნოლოგიებს.

თუ გამოძებნით მცირე დროს ამ უნარების დაუფლებისთვის თქვენ შეძლებთ:

- დაამყაროთ უფრო ეფექტური ურთიერთობები; განივითაროთ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ეფექტური უნარ–ჩვევები;
- გაიგებთ, როგორ მოქმედებს თქვენი ქცევა კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე;
- დაეუფლებით ტექნოლოგიებს, რომლებივ დაგეხმარებათ ადვილად და ბუნებრივად დაამყაროთ პირადი კონტაქტი ადამიანებთან; მოახდინოთ მათზე შთაბეჭდილება;
- სწრაფად მოძებნოთ კრიზისული კომუნიკაციური სიტუაციებიდან გამოსავალი და ამასთანავე, მიიღოთ თქვენთვის  სასურველი რეზულტატი.
- უფრო თავისუფალი, მოქნილი და წარმატებული იყოს თქვენი ქმედებები სხვადასხვა სიტუაციაში;
- თავი იგრძნოთ უფრო მოტივირებულად და კიდევ უფრო  ძლიერ ჩაბმული სამსახურსა და ცხოვრებაში;
- შეიძინოთ ჭეშმარიტი ლიდერის უნარ-ჩვევები და მართოთ ეფექტურად

კომუნიკაცია და გუნდის მართვა;

საათების რაოდენობა - 30 ასტრ.საათი,
ტრენინგის ღირებულება 200 ლარი
ტრენინგი დაიწყება მონაწილეებთან შეთანხმებით

მოკლე მიმოხილვა

მართვა – ურთიერთობების გარკვეული (კორპორატიული) კულტურაა, რაც კონკრეტული რეზულტატების მისაღწევად თანამშრომლებს შორის ეფექტური ურთიერობების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ეს არის ,,ლაპარაკისა“ და ,,მოსმენის“ ხელოვნება. ხელმძღვანელისა და თანამშრომლების ურთიერთობაში  მნიშვნელოვანია არა, რას ამბობენ ადამიანები, არამედ რას არ ამბობენ, მაგრამ ყოველთვის თან ახლავს საუბრის კონტექსტს – როგორც არაცნობიერი გავლენა.
ეფექტური მართვა – დასახული მიზნების მიღწევაა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც თავდაჯერებულობის, წინააღმდეგობების დაძლევისა და თანამშრომელთა აქტიურობის სტიმულირების საშუალებას იძლევა.
არსებობს მოსაზრება, რომ კომპეტენტური ადამიანი შეიძლება იყოს კარგი ხელმძღვანალი, მაგრამ კომპეტენტური მმართველი შესაძლებელია არ ფლობდეს შემოქმედებითობისა და შთაგონების უნარს, ანუ იმ თვისებებს,  რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტი ხელმძღვანელისთვის –  თავისი მმართველობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ერთად, ერთიანი მიზნის მისაღწევად.
ჩვენი ტრენინგი სწორედ მართვის ეფექტური უნარების გაცნობას და დაუფლებას ეძღვნება.

მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისა  და დარწმუნების ხელოვნება

საათების რაოდენობა - 36 ასტრ.საათი,
ტრენინგის ღირებულება 240 ლარი
ტრენინგი დაიწყება მონაწილეებთან შეთანხმებით

მოკლე მიმოხილვა

მოლაპარაკება ძირითადი საშუალებაა ადამიანებისგან მიიღოთ ის, რაც თქვენ გინდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებს ყოველდღიურად ვაწარმოებთ, მისი სწორად წარმართვა არც თუ ისე ადვილია,  ვინაიდან ამ პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელია განსაკუთრებული კომუნიკაციური უნარ–ჩვევები, რომელსაც ქართველების გენეტიკურ კომუნიკაბელურობასთან არაფერი აქვს საერთო.

ტრენინგის მიზანია:

- გაეცნოთ თანამედროვე ფსიქოლოგიური და ტექნოლოგიური მიდგომების  პრაქტიკულ  გამოყენებას მოლაპარაკებების პროცესში,
- შეიძინოთ ადამიანის პიროვნული სიღრმისეული თავისებურებებისა, აგრეთვე ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის სწორად ინტერპრეტირების უნარი;
- შეძლოთ ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მოლაპარაკების კონკრეტული მიზნის მისაღწევად;
- გახადოთ უფრო პალასტიური თქვენი ქმედებები ყველა პარტნიორთან ინდივიდუალური სტრატეგიის შესამუშავებლად.

სრულდღიან ტრენინგებზე მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით.
ტრენერები:  NLP M. A. - მანანა ჯორჯიაშვილი და NLP-Practitioner - ნანა კობერიძე.
ტრენინგები ტარდება ცენტრის სატრენინგო დარბაზში
მისამართზე: ტიციან ტაბიძის 41 მე-4 სად.
განაცხადების მიღება წარმოებს ელ -ფოსტით:
NLP.Club.ge@gmail.com
Geo.NLP.Center@Hotmail.com

განაცხადში მიუთითეთ:

- ტრენინგის დასახელება,
- სამუშაო ადგილი, პროფესია
- საკონტაქტაქტო ტელეფონი (ქალაქის და მობილური)
- სასურველია CV.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ნანა კობერიძე (832) 18 26 16;  899 50 25 95;
მანანა ჯორჯიაშვილი 893 33 70 79

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige