კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
ს.ს. “ნიკორა” _ არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
ს.ს. „ნიკორა“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს შპს“ნიკორა“ს VIP დეპარტამენტის თანამშრომლების პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში;
- სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა (რუსული, სასურველია ინგლისური);
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- კრეატიულობა;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვა;
- შედეგზე ორიენტირება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2011 წლის 13 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე –
აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურში და ასევე, თქვენთვის მისაღები მინიმალური ხელფასის ოდენობა (ლარებში).
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ტესტირება;
-გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.