კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია სს "ნიკორა" თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე. სს "ნიკორა" არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში. სს "ნიკორა" აცხადებს ტენდერს ტრენინგის ჩასატარებლად მერჩენდაიზინგსა და ლოჯისტიკაში. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ სატრენინგო პროგრამა - ტრენინგის შინაარსი, ხანგრძლივობა, საფასური ერთ ადამიანზე დღგ. - ს ჩათვლით, ასევე ინსტრუქტორის ბიოგრაფიული მონაცემები. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტები მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2011 წლის 15 სექტემბრის 17:00 საათისა შემდეგ ელ.მისამართზე: lili@nikora.ge |
|





































