კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
ს.ს. “ნიკორა” _ არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
ს.ს. „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პატიოსნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში 2011 წლის 20 სექტემბრამდე, გთხოვთ მობრძანდეთ ს.ს „ნიკორა“-ს ოფისში შემდეგ მისამართზე - ნაძალადევის რ-ნი, მერაბ ქავთარაძის # 11
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995 32)2690107
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I რეზიუმეების გადარჩევა;
II ტესტირება;
III გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.