კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
ს.ს. “ნიკორა” _ არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
ს.ს. „ნიკორა“ს ფოთის ფილიალი შ.პ.ს. „ნიკორა 7“_ი აცხადებს ფინანსური აღმრიცხველის ვაკანსიას
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკურ სფეროში;
- ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმიმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2011 წლის 20 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე –
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 595)381218 ;
8(493) 27 61 01;
ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ტესტირება;
- გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.